ფილმებსა და სერიალებში რომ გმირების სამოსს განსაკუთრებული როლი აქვს, ამის შესახებ ყველა თანხმდება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ კოსტუმები კინოსურათის წარმატებისა, თუ წარუმატებლობის განმსაზღვრელია. გარდა ამისა, ფილმში გამოყენებული სამოსი მალე ტრენდად იქცევა ხოლმე. ამჯერად ვნახოთ საქორწილო კაბები ცნობილი კინოსურათებიდან, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან მოდის ისტორიაში.
ასევე ნახეთ: გასული საუკუნის საკულტო ქორწილები.

1
„სექსი დიდ ქალაქში“/Sex and the City (2008)
ქერის Vivienne Westwood-ის კაბა აცვია. როგორც სერიალში, ასევე ფილმში რამდენიმე საქორწინო კაბაა გამოყენებული, თუმცა ის, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, დაუვიწყარია.

2
„ადელაინის ასაკი“/The Age of Adaline (2015)
ბლეიქ ლაივლის გმირს ადელაინს აცვია საქორწინო კაბა, რომელიც 30-იან წლებში იყო ტრენდული.

3
„ახალგაზრდა ვიქტორია“/The Young Victoria
კაბა ულამაზესი დეტალებითაა გაფორმებული და ვიქტორიანულ ეპოქაში გვაბრუნებს. აღსანიშნავია, რომ მან კოსტუმების საუკეთესო დიზაინისთვის ოსკარი დაიმსახურა.

4
„გაქცეული პატარძალი“/Runaway Bride (1999)
ფილმში ჯულია რობერთსის გმირს სხვადასხვა საპატარძლო კაბები აცვია, თუმცა კაბა, რომელიც ბოლო ქორწილისთვის მოირგo, ყველაზე შთამბეჭდავია. კაბის ავტორი არის დიზაინერი Amsale Aberra.

5
„მხიარული სახე“/Funny Face (1957)
ოდრი ჰეფბერნის გმირს, რა თქმა უნდა, ჟივენშის მიერ შექმნილი საქორწინო კაბა აცვია. ის დღემდე ბევრი ქალის შთაგონების წყაროა.

6
„შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში“/The Hunger Games: Catching Fire (2013)
კაბა ინდონეზიელმა დიზაინერმა, თექს სავერიომ შექმნა. მართალია ეს კაბა ჯენიფერ ლოურენსის გმირს ქორწილში არ სცმია, მაგრამ ნებისმიერ პატარძალს დაამშვენებდა.

7
„ჭორიკანა“/Gossip Girl (2012)
ბლერ უოლდორფს ქორწილში ღია ცისფერი, საოცრად ქალური და რომანტიკული კაბა ეცვა. ის Elie Saab-ის კოლექციიდანაა.

8
Muñeca Brava (2012)
კაბა, რომელიც გმირის მეამბოხე ხასიათს უსვამდა ხაზს.

9
Star Wars Episode II: Attack of the Clones (2002)
რა თქმა უნდა, სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს „ვარსკვლავური ომების“ მეორე ეპიზოდში გამოყენებული საქორწინო კაბა. ნატალი პორტმანის გმირის სამოსი ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, მალევე იქცა მსოფლიოს მთავარ ტრენდად.

10
„პრინცესას დღიურები 2“/The Princess Diaries 2 (2004)
ენ ჰეთეუეის გმირს აცვია კაბა,რომელიც ნამდვილ სამეფო ქორწილს შეესაბამება. კოსტუმების მხატვარმა აქსესუარებზეც იზრუნა – გვირგვინი და სამეფო ოჯახის შესაბამისი თაიგული პატარძლის მთავარი ატრიბუტებია.