ჯასტინ და ჰეილი ბიბერები კვლავ დაქორწინდნენ! ნიუ-იორკის სასამართლო დარბაზში ხელის მოწერიდან ერთი წლის შემდეგ, გადაწყვიტეს ქრისტიანული ცერემონია მოეწყოთ და ოჯახისა და მეგორების გარემოცვაში დაედოთ საქორწინო ფიცი. ახალგაზრდებმა კალიფორნიაში, Montage Palmetto Bluff-ში, მზის ჩაცვლის ფონზე გადასცეს ერთმანეთს Tiffany-ს საქორწილო ბეჭდები.


ჯასტინისა და ჰეილის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვან დღეს, წინ ხანგრძლივი სამზადისი უსწრებდა, ჯერ იყო ჰეილის წინასაქორწინო წვეულება, რომელსაც პატარძლის საუკეთესო მეგობრები ესწრებოდნენ.

შემდეგ კი წინასაქორწინო ვახშამი და ფოტოსესია. 22 წლის ჰეილის ვახშამზე Vivienne Westwood-ის მოკლე თეთრი კაბა ამშვენებდა, რომელიც სპეციალურად პატარძლისთვის შეიქმნა. ვახშმისთვის ჯასტინმაც კლასიკური სამოსი შეარჩია.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქორწინო ცერემონია Montage Palmetto Bluff-ში გაიმართა, თუმცა მანამდე, Somerset-ის სამლოცველოში ჯასტინმა და ჰეილიმ თანხმობა 154 სტუმრის წინაშე განუცხადეს ერთმანეთს.

რაც შეეხება ქორწილის თემატიკას, როგორც აღმოჩნდა ჯასტინი და ჰეილი ყველასათვის საყვარელი „The Notebook”-ის ფანები არიან. სწორედ ამ რომანტიკულ ნოველაზე დაყრდნობით შეარჩია წყვილმა საკუთარი ქორწილისთვის თემა და დეკორაცია.

სანდო წყაროების ცნობით, ჯასტინსა და ჰეილის მთელი ღამის განმავლობაში არ მოშორებიათ სახიდან ღიმილი. ისინი ერთმანეთის გვერდით იმყოფებოდნენ და სტუმრებთან სასიამოვნო დროს ატარებდნენ. ბიბერების ქორწილში მოსაწვევი ქენდალ ჯენერმა, კამილა მორონემ, ჯოან სმოლსმა, კაილი ჯენერმა, ჯეიდენ სმიტმა, ჯასთინ სკაიმ და სხვა ცნობილებმა მიიღეს.
მისტერ და მისის ბიბერებმა სოციალურ ქსელში ქორწილის ფოტოსურათები გაავრცელეს, რომლებიც „ბიბერების” ფოტოჯიხურშია გადაღებული და მათი ქორწილის დღით თარიღდება.


ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყო ჯასტინისა და ჰეილის სასიყვარულო ურთიერთობა, რადგან რომანამდე მათ ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდათ. პირველი საერთო ფოტო 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც ჰეილი მამასთან ერთად Never Say Never-ის პრემიერაზე იმყოფებოდა.

2015 წელს წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში დილაადრიან დააფიქსირეს. 2016 წელს მათი გზები გაიყარა, თუმცა ურთიერთობა 2 წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში აღადგინეს. ყველაფერი საოცარი სისწრაფით განვითარდა და ბაჰამის კუნძულებზე ნიშნობის შემდეგ, წყვილმა საიდუმლოდ მოაწერა ხელი.
