როგორც იცით, გასულ კვირას ჯასტინ და ჰეილი ბიბერები კვლავ დაქორწინდნენ! ქრისტიანული ცერემონია ოჯახისა და მეგორების გარემოცვაში მოეწყო. ამ მომენტამდე გასაიდუმლოებული იყო ჰეილის საქორწილო კაბის დეტალები. პატარძალი ეკლესიამდე გადახურული, მოძრავი კარვის დახმარებით მივიდა, რათა პაპარაცებს დრონებისა და ვერტმფრენების გამოყენებით, ვერ მოეხერხებინათ ფოტოების გადაღება.


ჯასტინმა და ჰეილიმ საკუთარ ინსტაგრამის გვერდებზე ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ ჰეილის Off White-ის დამფუძნებლის, ვირჯის აბლოს მიერ შექმნილი მაქმანებიანი საქორწილო კაბა ემოსა.

