მაშინ როდესაც ცნობილი ადამიანების ნაწილი უპირატესობას გრანდიოზულ ქორწილს ანიჭებს, მეორე ნაწილი ყველაფერს საიდუმლოდ ტოვებს და სამუდამო ფიცსაც უახლოესი ადამიანების გარემოცვაში დებს. ორშაბათ დილას ჯენიფერ ლოურენსი და მისი საქმრო კუკ მერუნი ნიუ-იორკში ქორწინების ბიუროსთან დააფიქსირეს, ინსაიდერებისა და Page Six-ის ცნობით ჯენიფერმა და კუკმა ხელის მოწერა ჩუმად, ზედმეტი ხმაურის და ყურადღების გარეშე გადაწყვიტეს. წყვილის გვერდით მხოლოდ ერთი მეგობარი, დაცვის ორი წევრი და ფოტოგრაფი იმყოფებოდნენ.
არასოდეს მქონია ისეთი მომეტი, როდესაც გათხოვებისთვის მზად ვიყავი. თუმცა როდესაც კუკს შევხვდი მივხვდი, რომ ეს ძალიან მინდოდა
ჯენიფერ ლოურენსი
ფოტოგრაფი არც მეტი არც ნაკლები მარკ სელიგერი გახლდათ, Vanity Fair-სა და GQ-ს გარეკანის ფოტოების ავტორი. გასულ წელს ლოურენსს ერთ-ერთი გამოცემისთვის ფოტოები სწორედ მარკმა გადაუღო, ახლა კი როგორც ჩანს ჯენიფერმა მას ყველაზე მნიშვნელოვანი წუთების აღბეჭდვის უფლება მისცა.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერმა და კუკმა ურთიერთობა გასული წლის ზაფხულში დაიწყეს. მსახიობის სხვა შეყვარებულებისგან განსხვავებით მერუნი კინოინდუსტრიას არ ეკუთვნის, თუმცა ხელოვნებასთან შეხება მაინც აქვს, კუკი ნიუ-იორკის არტ გალერეის უფროსია. წყვილი 2019 წლის თებერვალში დაინიშნა.