დასავლური მედიის ცნობით, 46 ჰაიდი კლუმმა და Tokio Hotel-ის 29 წლის გიტარისტმა ტომ კაულიცმა საიდუმლოდ თვების წინ, ჯერ კიდევ თებერვალში იქორწინეს. საზეიმო დღედ 2019 წლის 22 თებერვალი შეირჩა, თარიღი შემთხვევითობის პრინციპით ნამვილად არ არის შერჩეული, სწორედ ამ დღეს 1 წლის წინ გაიცნეს ჰაიდიმ და ტომმა ერთმანეთი.
აღმოჩნდა, რომ მათი საიდუმლო ქორწილის დღის პაპარაცული ფოტოებიც არსებობს, რომლებზეც აღწერილია თუ როგორ ტოვებენ ჰაიდი და ტომი Mr. Chow-ს რესტორანს მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ჰაიდი კლუმისა და ტომ კაულიცის პირველი საერთო გამოჩენა კანის კინოფესტივალზე საქველმოქმედო საღამოზე შედგა. ჰაიდისთვის ეს, რიგით ეს მე-3 ქორწინებაა, ტომისთვის კი პირველი. წყვილი 2018 წელს დაინიშნა.