ნახეთ, 2020 წლის VMA-ის განსხვავებული ფორმატის, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი წითელი ხალიჩა. 2020 წლის MTV Video Music Awards, კორონავირუსის გამო ყველა დანარჩენისგან გამოირჩეოდა. ეს პირველი მასშტაბური ღონისძიება არის, რომელიც პანდემიის დაწყების შემდეგ ჩატარდა. ცერემონია ნიუ-იორკის 5 სხვადასხვა ღია ცის ქვეშ ლოკაციაზე იყო გადანაწილებული.

VMA-ს ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა ლედი გაგამ. მანვე მოიპოვა სპეციალური Tricon Award-ის ჯილდო, რომელიც როგორც მომღერალს, მსახიობს, „მოდის ინფლუენსერსა“ და აქტივისტს გადაეცა. მსოფლიო სენსაციად ქცეულმა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS-მა, The Weeknd-მა და არიანა გრანდემ გამარჯვება ოთხ-ოთხ ნომინაციაში მოიპოვეს.

გაადავლეთ თვალი 2020 წლის MTV Video Music Awards-ის განსხვავებული ფორმატის, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავ წითელ ხალიჩას.
მაილი საირუსი ბელა ჰადიდი ჯეიდენ სმიტი ჯოი ქინგი სოფია რიჩი Machine Gun Kelly Black Eyed Peas ტრევის ბარკერი სოფია კარსონი ლედი გაგა მედისონ ბიერი The Weeknd Doja Cat