პანდემიამ რომ ცხოვრების წესი ყველასთვის შეცვალა, ეს აღარავის გვიკვირს. თუმცა ადამიანები ვცდილობთ ადაპტირებულნი ვიყოთ ახალ რეალობასთან და ფეხი ავუწყოთ ცხოვრებას ისეთს, როგორიც არის, მოვიფიქროთ გართობის, მუშაობის, მუზეუმების დათვალიერების, მოგზაურობის, დაჯილდოების ცერემონიების ალტერნატიული მეთოდები. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში საბედნიეროდ შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებით სახლიდან გაუსვლელად დავკავდეთ.
მაგალითად, ჰოლივუდის ვარსკვლავებს ხელი არ შეუშალა არსებულმა რეალობამ, რომ „ოქროს გლობუსის“ ცერემონიისთვის საგანგებოდ გამოწყობილიყვნენ, პომპეზური კაბები მოერგოთ. ზოგიერთმა თავის ეზოშივე გაშალა წითელი ხალიჩა და ვირტუალური დაჯილდოების ცერემონიაზე ასე გამოჩნდა.
ეს ალბათ, ყველაზე არასკანდალური ცერემონია ოყო „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ისტორიაში. „უხმააურო, ჩუმი და ცოტა უღიმღამოც კი,“ – ასე აფასებენ სოციალურ ქსელში კინოს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცერემონიას.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, გვყავს გამარჯვებულები, გვაქვს ვირტუალური, მაგრამ მაინც – წითელი ხალიჩა და კვლავ ვხედავთ ვარსკვლავებს ულამაზეს სადღესასწაულო კაბებში. ვნახოთ, საუკეთესო კაბები დაჯილდოების 78-ე ცერემონიაზე:

ანია ტეილორ ჯოი Christian Dior-ის კაბით
© Sami Drasin

რეჯინა ქინგი Louis Vuitton-ის კაბით
© Louis Vuitton

ვაიოლა დევისს აცვი ფარშევანგის ბუმბულით შთაგონებული Lavie by CK-ის კაბა
© violadavis

ქეით ჰადსონი Louis Vuitton-ის კაბით
© Louis Vuitton

ელ ფენინგი გრეის კელის შთაგონებით შექმნილი Gucci-ის რომანტიკული კაბით
© Elle Fanning

ანდრა დეის ჩაცმულობაზე Chanel-სი მოდის სახლმა იზრუნა
© andradaymusic

სინტია ერივო Valentino-ს კაბით
© Getty Images

ამანდა სეიფრიდის კაბის ავტორი Oscar de la Renta გახლავთ.
© mingey

მარგო რობი Chanel-ის კაბით
© Getty Images

სარა პოლსონს აცვია Prada-ს კაბა
© mssarahcatharinepaulson

ეს კი ემა ქორინია Miu Miu-ს კაბით
© Miu Miu

ჯულია გარნერი Prada-ს კაბით
© juliagarnerofficial

სოფია ქარსონს აცვია Giambattista Valli
© Getty Images

ეს კი, ულამაზესი ნიკოლ კიდმანი Louis Vuitton-ის კაბით
© Louis Vuitton