2010-იანები დაიწყო ლედი გაგას ხორცის კაბით და დამთავრდა Jaqcuemus-ის ყველაზე პატარა ჩანთით. წითელი ხალიჩის მოდა ბოლო დეკადაში შთამბეჭდავად განვითარდა. ვიხილეთ ბევრი შეუდარებელი ლუქი ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავების მაგალითზე.
ასევე ნახეთ: 15 სამკაული, 90-იანი წლების საკულტო Haute Couture ჩვენებებიდან

1. ქეით ბლანშეტმა 2011 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე Givenchy-ს კაბაში გაიბრწყინა.

2. ჯენიფერ ლოურენსის ერთ-ერთი პირველი გამოჩენა და დებიუტი წითელ ხალიჩაზე, Calvin Klein-ის საკულტო, წითელ კაბაში.

3. მილა კუნისმა 2011 წლის ოსკარის ცერემონიაზე იასამნების შთაგონებით შექმნილი, Elie Saab-ის კაბა მოირგო.

4. ანჯელინა ჯოლი Atelier Versace-ს მიერ შემქნილ საკულტო კაბაში, ორივე ფეხზე ღრმა ჭრილით.

5. ლუპიტა ნიონგის დებიუტი 2014 წლის ოსკარის ცერემონიაზე, Prada-ს დაუვიწყარ კაბაში.

6. რიანას „შიშველი კრისტალების“ კაბა, რომელიც დღემდე განხილვის თემაა. მას შემდეგ, ჰოლივუდის მრავალმა ვარსკვლავმა სცადა ამ ლუქის განმეორება.

7. „შიშველი კაბა“ ბიონსეს მაგალითზე. 2015 წლის Met Gala-ს ცერემონიაზე ბიონსემ Givenchy-ს კაბა მოირგო.

8. ენ ჰეთეუეის ფუტურისტული ოქროს კაბა Ralph Lauren-ის ავტორობით.

9. კლერ დეინსი 2016 წლის Met Gala-ს ცერემონიაზე „კონკიას“ კაბით გამოჩნდა.

10. კერი უაშინგტონის დრამატული, საორსულე კაბა.

11. ბელა ჰადიდის „შიშველმა“ კაბამ 2017 წლის კანის კინოფესტივალზე ფურორი მოახდინა.

12. ანჯელა ბასეტი მოარშირებულ, Naeem Khan-ის კომბინეზონში.

13. რიანა მოდის დედოფლის ამპლუაში. Maison Margiela-ს ამ შთამბეჭდავი კაბის შექმნას 750 საათი დასჭირდა.

14. ბილი პორტერი ყოველთვის გამოირჩევა ექსტავაგანტული კაბებით. 2019 წლის ოსკარის ცერემონიაზე ბილიმ კოსტუმით შთაგონებული დრამატული კაბა წარმოგვიდგინა.

15. ჯარედ ლეტოს დაუვიწყარი, Gucci-ს წითელი კაბა 2019 წლის Met Gala-ს ცერემონიიდან.

16.ბილი პორტერმა 2019 წლის Met Gala-ს ცერემონიაზე კვლავ დაიპყრო წითელი ხალიჩა და ეგვიპტური მზის ღმერთის ამპლუაში წარსდგა.

17. ჯემა ჩანის დაუვიწყარი დებიუტი ოსკარის ცერემონიაზე.

18. 2016 წლის „ოსკარის“ წითელ ხალიჩაზე, შეუდარებელი ქეით ბლანშეტი ჰაეროვანი ყვავილებით გაწყობილ, Armani Prive-ის კაბაში გამოჩნდა.

19. სორშა რონანი ძველი ჰოლივუდის გლამურით შთაგონებულ, Calvin Klein-ის ვარდისფერ კაბაში.

20. როზმუნდ პაიკის Givenchy Haute Couture-ის წითელმა კაბამ, „ოსკარის“ საკულტო ჩაცმულობების სიაში საპატიო ადგილი დაიკავა.