მართალია, წელს მოდის კვირეული ვირტუალურად ჩატარდა, თუმცა მოდის ბლოგერებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და პარიზის ქუჩებიდან საუკეთესო ლუქები წარმოგვიდგინეს. ბლოგერებს ცნობილი სუპერმოდელებიც შეუერთდნენ და პარიზის ქუჩები მეტად ვარსკვლავური გახადეს. ვნახოთ, მოდელების ქუჩის სტილი პარიზის მაღალი მოდის კვირეულიდან.
ასევე ნახეთ: ქუჩის სტილი და ტენდენციები მსოფლიოს მოდის ქალაქებიდან

1. ბელა ჰადიდი: ფერად, გრაფიკულ ორეულსა და დიდი ზომის დუტის ქურთუკში პარიზის ქუჩებს იპყრობს.
© Getty Images

2. კარა დელევინის თავისუფალი სტილი: თეთრი მაისური, შავი ფერის ჯინსი, ორიგინალური ტყავის ქურთუკი და საოცრად ტრენდული, Ruslan Baginskiy-ის ქუდი.
© Getty Images

3. ნაომი ქემბელმა და კრისტი ტარლინგტონმა მოდის კვირეულს ვარსკვლავურობა არ დაუკარგეს. სუპერმოდელები Fendi-ს Haute Couture SS 2021 ჩვენების შემდეგ.
© Getty Images

4. ბელა ჰადიდის კიდევ ერთი სტილი პარიზის ქუჩებიდან: მოდელმა Prada-ს გაბერილი ქურთუკი, Chrome Hearts-ის ტყავის ჩანთა და Ganni-ის მაღალყელიანი ჩექმა მოირგო. ლუქის გასახალისებლად ბელამ ფერადი აქსესუარები, ნაქსოვი შარფი და ხელთათმანები გამოიყენა.
© Getty Images

5. შეუდარებელი ქეით მოსის სტილი: სუპერმოდელი Fendi-ს Haute Couture SS 2021 ჩვენებაზე მიემართება.
© Getty Images

6. ბელა ჰადიდის კიდევ ერთი გამოჩენა: მან Brixton-ის ხაკისფერი ველვეტის პიჯაკი და შარვალი შეარჩია, რომელსაც თეთრი პერანგი შეუსაბამა. აქსესუარებად, მართკუთხა წვრილი სათვალე და By Far-ის ჩანთა მოირგო.
© Getty Images

7. კარა დელევინის სპორტული სტილი: მოდელი პარიზში, სასტუმროს დატოვების დროს შენიშნეს.
© Getty Images

8. ბელა ჰადიდი პარიზში, Fendi-ს Haute Couture SS 2021 ჩვენებაზე გამოსვლის შემდეგ.
© Getty Images

9. ტყავის შარვალი, ტყავის ბერეტი და ნაქსოვი ბაჭიები – ყველაფერი ერთ ფოტოში.
© Getty Images

10. სეზონის ყველაზე ტრენდული, Calvin Klein-ის დუტის ქურთუკი, რომელსაც მოდის ბლოგერები „მასთჰევს“ ეძახიან.
© Getty Images

11. კლასიკური და სპორტული სტილის სინთეზი.
© Getty Images

12. ყავისფერისა და შავი სამოსის იდეალური შერწყმა.
© Getty Images

13. ორიგინალური დიზაინის მქონე ქურთუკი და Chanel-ის ჩანთა ყურადრებას იპყრობს.
© Getty Images