დაათვალიერეთ, საუკეთესო ქუჩის სტილი მილანის მოდის კვირეულიდან. კორონავირუსის პანდემიის გამო, არა ერთხელ გადადებული მილანის მოდის კვირეული როგორც იქნა დაიწყო. ლონდონისა და ნიუ-იორკისგან განსხვავებით, მილანი ქუჩის სტილის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

დარჩენილ ექვს დღეში კიდევ 23 ჩვენება არის დაგეგმილი. პირველ დღეს, მოდის სახლებმა Fendi-მ და Valentino-მ წარადგინეს 2021 წლის გაზაფხულის კოლექციები. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ მოდის კვირეულზე ვერ ვიხილავთ Gucci-ს, რომლის ხელმძღვანელობამ, ეს რთული გადაწყვეტილება COVID-19-ის პანდემიის გამო მიიღო.
