ცნობილების ქუჩის სტილი და მათი განსხვავებული გემოვნება ჩვენი მკითხველითვის საყვარელი თავშესაქცევია, გასულ კვირას სელებრითებმა თავი არა ერთი ჩაცმულობით დაგვამახსოვრეს, რომელიც თავისუფლად შეიძლება ზამთრის სტილის შთაგონებად გამოვიყენოთ.

ალესანდრა ამბროსიო
ალესანდრა ამბროსიოს თავისუფალი სტილი ლოს-ანჯელესის ქუჩებში. მოდელს Saint Laurent-ის ფერადი სვიტერი აცვია.

ბრი ლარსონი
პაპარაცებმა ბრი ლარსონი ლოს-ანჯელესში, ჯიმი კიმელის შოუს დატოვებისას დააფიქსირეს.

კამილა მორონი და ლეონარდო დიკაპრიო
კამილა მორონი და ლეონარდო დიკაპრიო ასპენში შოპინგის დროს დააფიქსირეს.

დუა ლიპა და ანვარ ჰადიდი
დუა ლიპა და ანვარ ჰადიდი ნიუ-იორკში, ხელჩაკიდებული სეირნობის დროს დააფიქსირეს.

ჰეილი ბიბერი
ჰეილი ბიბერი ლოს-ანჯელესში, NineZero One სალონის დატოვებისას.

ემა უოთსონი
ემა უოთსონი ლონდონის ქუჩებში, მეგობართან ერთად სეირნობისას დააფიქსირეს.

ჰეილი ბიბერი
ჰეილი ბიბერი სამხრეთ ჰოლივუდში, Blue Bottle Caffe-ს დატოვებისას.

ჰილარი დაფი
სტუდიო სითიდან მომავალი ჰილარი დაფი Levi’s 501-ის დახეულ ჯინსებსა და Le Monde-ს დაბალძირიან ფეხსაცმელში.

ირინა შეიკი
ირინა შეიკი ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში დააფიქსირეს. მან სპორტულ შარვალზე ტყავის მანტო და სეზონის ყველაზე ტენდენციური ფეხსაცმელი მოირგო.

ჯენა დუანი
მეორე შვილზე ორსული ჯენა დუანი ლოს-ანჯელესში, Bel-Air-ში დააფიქსირეს.

პრიანკა ჩოპრა
ნიუ-იორკში, ლანჩზე მიმავალი პრიანკა ჩოპრა.

ბელა ჰადიდი
სუპერმოდელის აეროპორტის სტილი Prada-ს ჩექმებითა და ჩანთით.

ლეა მიშელი
წვიმიან ნიუ-იორკში ლეა გრძელი კრემისფერი პალტოთი, ყელიანი სვიტერითა და ჯინსის შარვლით გამოჩნდა.

კაია გერბერი
18 წლის კაია გერბერი ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს.

ქენდალ ჯენერი
სუპერმოდელს აცვია Loewe-ს ტყავის შარვალი, Adidas-ის ბოტასები და Louis Vuitton-ის მიკრო ჩანთა.

სელენა გომესი
გასულ კვირას სელენამ გულშემატკივრები სასიამოვნოდ გააოცა, როდესაც ჯინსის შარვლითა და მოსაცმელით, არაჩვეულებრივ ფორმაში გამოჩნდა.

ჯენიფერ ლოპესი
სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ჯენიფერ ლოპესი პაპარაცებმა მაიამიში დააფიქსირეს.

ჰეილი ბიბერი
ჰეილი პაპარაცების ობიექტივში ვარდისფერი ლუქით მოხვდა.

ჰილარი დაფი
ჰილარი დაფი ლოს-ანჯელესში. მსახიობს აცვია ტყავის შარვალი, ყელიანი სვიტერი და თბილი, სტაფილოსფერი მოსაცმელი.

ოლივია უაილდი
მსახიობი პაპარაცებმა მწვანე ხავერდის შარვალსა და ზოლიან ზედაში გამოწყობილი დააფიქსირეს.