ზამთრის პირველი კვირაც მიილია და საშუალება გვაქვს ცნობილების ამ ცივი სეზონის სტილს გადავავლოთ თვალი, რომელიც ხშირად დახვეწილი, თავისუფალი და ორიგინალურია. დაათვალიერეთ სელებრითების ქუჩის სტილი გასული კვირის პაპარაცული ფოტოებიდან.

ჰეილი ბიბერი
ჰეილი ბიბერის იდეალური ზამთრის სტილი, აცვია: ხორცისფერი ნაქსოვი სვიტერი და ასევე ხორცისფერი თბილი შარვალი. ლუქი გაამდიდრა შავი ფერის ქამრით, ჩანთით და სათვალით.

კიმ კარდაშიანი
ლოს-ანჯელესში, ვახშამზე მიმავალი კიმ კარდაშიანი. აცვია თეთრი ჯინსის შარვალი, ნიანგის პრინტის ჩექმა და Crop Top სტილის მაისური.

ემა რობერტსი
ემა რობერტსი ლოს-ანჯელესში შოპინგის დროს. აცვია: მუქი ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, შავი პულოვერი და ზებრის პრინტიანი ფეხსაცმელი. უკეთია Yves Saint Laurent-ის შავი ხელჩანთა.

ქეით ჰოლმსი
ქეითი ნიუ-იორკში მორიგი თბილი, კომფორტული და რაც მთავარია ზამთრისთვის შესაფერისი სტილით გამოჩნდა.

ჰეილი ბიბერი
ჰეილი ბიბერი ბევერლი ჰილზში. აცვია: Common Leisure Raver-ის შარვალი, Jil Sander-ის პიჯაკი, Yeezy-ის დაბალყელიანი ჩექმა და უკეთია Celine-ის Edge სათვალე.

კირა ნაითლი
პაპარაცებმა კირა თბილ ქურთუკსა და ხაკისფერ შარვალში ლონდონის ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს.

ქეით ჰადსონი
მსახიობის მომხიბვლელი ქუჩის სტილი Greenwich Hotel-ის დატოვებისას.

ლილი როუზ-დეპი
ახალგაზრდა მსახიობი პაპარაცების ობიექტივში ნიუ-იორკში, JFK-ის აეროპორტში მოხვდა.

დაკოტა ჯონსონი
დაკოტა ყავით ხელში, უესთ-ჰოლივუდის ქუჩებში გამოჩნდა.

კიმ კარდაშიანი
კიმს აცვია კრემისფერი ტყავის შარვალი წითელ ზედასთან ერთად.

ჯესიკა ბილი
მსახიობი ლოს-ანჯელესში, ყავის მაღაზიის დატოვებისას დააფიქსირეს.

ქენდალ ჯენერი
სუპერმოდელი მაიამიში, აცვია შავ-თეთრი Pop Art-ის პრინტიანი შარვალი, შავი მაისური და თეთრი კედები.

ემა რობერტსი
ემა რობერტსი ლოს-ანჯელესში შოპინგის დროს. აცვია: მაღალწელიანი ჯინსის შარვალი და შავი პულოვერი.

ჯიჯი ჰადიდი
ჯიჯი პარიზში სასტუმროს დატოვებისას. აცვია ჯინსის შარვალი, ტყავის მანტო და ბაიკერის სტილი ფეხსაცმელი.