ხშირად გვსმენია, რომ პარიზელებს სტილის განსაკუთრებული შეგრძნება აქვთ. პარიზული ქუჩის სტილი წითელ ტუჩსაცხთან, ბერეტთან, Mom ჯინსებთან და მონოქრომულ სამოსთან ასოცირდება. გიფიქრიათ, სინამდვილეში როგორ დაიარებიან ნამდვილი პარიზელები მოდის დედაქალაქში?
ასევე წაიკითხეთ: პარიზული ბერეტი სეზონის მთავარი ტრენდია
„ინსტაგრამის” გვერდი Parisiens In Paris სწორედ ამ მიზანს ემსახურება – გაგაცნოთ, ნამდვილი პარიზული ქუჩის სტილი. ფიდში ყოველდღიურად ემატება ახალი ფოტოები, რაც ავთენტური სტილის შესანიშნავი მაგალითია.
გადაავლეთ თვალი, ნამდვილ პარიზულ სტილ მოდის დედაქალაქის ქუჩებიდან.