ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს უამრავი საკითხისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვთ, ყველაზე გამბედავები კი ახერხებენ თამამი ნაბიჯები გადადგან სტერეოტიპების დასამსხვრევად.
მიიჩნევენ, რომ არსებობს ქალისა და კაცის საქმე, ჩვევები და ქმედებები, რომლებიც ქალს არ შეეფერება, მაგრამ კაცისთვის დასაშვებია და პირიქით, არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც საზოგადოებაში ქალისთვის შესაფერად და მამაკაცისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ.
პირველ რიგში, ეს ეხება სამოსს – თუ ქალი მამაკაცურ სამოსს ჩაიცვამს, ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს, მაგრამ თუ კაცი ჩაიცვამს კაბას, ამაზე ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ილაპარაკებენ. მიუხედავად ამისა, არიან ცნობილი კაცები, რომლებიც საჯაროდ იცვამენ კაბებს და ამტკიცებენ, რომ კაბაში შესაძლებელია კაციც ისეთივე სექსუალური იყოს, როგორც ქალი.
1. ვინ დიზელი
The Fast and Furious-ის ვარსკვლავი, მსახიობი ვინ დიზელი, ერთ-ერთი ყველაზე მამაკაცური მსახიობია და გამოირჩევა თავისი ე.წ. მასკულინური ბუნებით, თუმცა ყოველივეს ხელი არ შეუშლია, რომ წითელ ხალიჩაზე, კამერების წინ კაბით გამოჩენილიყო. ეს ფოტო 2003 წელს, შოტლანდიაში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზეა გადაღებული. ვინ დიზელმა კი თავისი სამოსით შოტლანდიელთა ეროვნული სამოსისადმი გამოხატა პატივისცემა.

2. ჯარედ ლეტო
მსახიობი გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული სტილით და მისი კაბაში გამოჩენა დიდად არავის გაკვირვებია. „ნამდვილი კაცები იცვამენ კაბებს“, – დაწერა ერთხელ ჯარედმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

3. ჯერარდ ბათლერი
ცნობილი მსახიობისთვის კაბის ტარება უცხო ხილი არ არის, რაც მის შოტლანდიურ ფესვებთანაა დაკავშირებული.

4. ბილი პორტერი
ბილი პორტერი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ვარსკვლავია, რომელიც ამბობს, რომ თავისი ჩაცმის სტილით საკუთარ მამაც ხასიათს გამოხატავს. „მამაკაცურობა? ეს საერთოდ რას ნიშნავს?“ – ამბობს პორტერი.

5. ქანიე უესთი
რეპერი გამოირჩევა ექსტრავაგანტულობით, 2014 წლის ერთ-ერთი გამოსვლისას კი მაყურებლის წინაშე კაბით წარსდგა.

6. ჯეიდენ სმიტი
ჯეიდენი სკოლაში 5 წლის ასაკში წავიდა კაბით, თუმცა ბავშვებს ამაზე არ ჰქონიათ რეაქცია. ბიჭის პოპულარული მშობლები, უილი და ჯედა პანკიტ სმიტები თვლიან, რომ მომავალ თაობას ანსხვავებული შეხედულებები აქვს და თუ მათ კაბის ჩაცმა მოსწონთ, რატომაც არა?!

7. მარკ ჯეიკობსი
ცნობილი დიზაინერის პირად გარდერობში არაერთი კაბაა, მათ შორის საღამოს გლამურული კაბებიც, რომლითაც ის წითელ ხალიჩაზე, პომპეზურ საღამოებზე ჩნდება. „აღმოვაჩინე, თუ რა სასიამოვნოა კაბის ტარება. ის ძალიან კომფორტულია და მაბედნიერებს. მის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია“, – ამბობს დიზაინერი.

8. ბრენდონ უილსონი
უილსონმა თავისი ჰოლივუდური კარიერა ახლახანს დაიწყო, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ მარტივად მიიპყრო ყურადღება და მარტივად შეძლო ადამიანების მონუსხვა. ფილმ The Way Back-ის პრემიერაზე ის კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.

9. ჯონათან ვან ნესი
ჯონათანს უყვარს ექსპერიმენტები და არ ღელავს იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი. ის თავისი ქმედებებით ყოველთვის ცდილობს გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევას.

10. მიშა კოლინსი
მსახიობმა Supernatural-ის გადასაღებ მოედანზე პრინცესას ვარდისფერი კაბა მოირგო, თუმცა საჯაროდ ის არ ჩაუცვამს. ფანები კი თვლიან, რომ მსახიობს ეს კაბა ისე უხდება, შეუძლია ნებისმიერი წითელი ხალიჩა დაამშვენოს.
