2021 წლის გაზაფხულზე, ყველაზე მოდური ფერი პასტელის იისფერი იქნება, რომელიც როგორც სეზონს, ისე ყველა ასაკის ქალს იდეალურად შეესაბამება. მომდევნო თვეების მანძილზე, ამ ფერის სამოსი ყველა გარდერობში დაიმკვიდრებს ადგილს და სეზონის სავიზიტო ბარათი გახდება: ის რომანტიკულია, ამავდოულად, არ არის მოსაბეზრებელი და იდეალურად შეესაბამება თანამედროვე სტილის ტენდენციებს.
იისფერი განსაკუთრებით ეფექტურია თეთრ და კანისფერ სამოსთან. შესანიშნავად გამოიყურება ღია ფერის ჯინსებზე. მუქი პალიტრის მოყვარულებმა, წარმატებით შეგიძლიათ მოირგოთ ყავისფერთან. და ბოლოს, შეგიძლიათ არჩევანი მონოქრომულ სტილზეც გააკეთოთ.

ბზინებით გაფორმებული დიდი ზომის იისფერი პიჯაკი, ჯინსის შარვალი და ასევე იისფერი ფეხსაცმელი.
© Getty Images

კლასიკური და მონოქრომული სტილი: პასტელური იისფერი სამოსი და მუქი იისფერი ფეხსაცმელი და აქსესუარები.
© Getty Images

კიდევ ერთი კლასიკური და მონოქრომული სტილი ვიქტორია ბექჰემის მაგალითზე: დიზაინერმა პასტელურ იისფერს მწვანე ფერის ფეხსაცმელი შეუხამა.
© Getty Images

იისფერი მოსაცმელი შავი ფერის ტყავის შარვალზეც ელეგანტურად გამოიყურება.
© Getty Images

მონოქრომული იისფერი სამოსის შეხამება თეთრი ფერის აქსესუარებთან და ფეხსაცმელთან.
© Getty Images

ასევე წარმატებით შეგიძლიათ მოირგოთ იისფერის და ყავისფერის სხვადასხვა ვარიაციები.
© Getty Images

MANGO: იისფერი მოსაცმელი (შეხამებულია კანისფერ შარვალთან)

ZARA: იისფერი სპორტული დუო

ZARA: ტანზე მომდგარი იისფერი კაბა

MANGO: იისფერი ჯინსის პერანგი გოფრირებული მხრებით.

Stradivarius: იისფერი ჭადრაკული პიჯაკი ჯინსის შარვალზე.