1883 წლის 19 აგვისტო – ეს მოდის სამყაროში განსაკუთრებული თარიღია, დღე, როდესაც ამ სფეროს განსაკუთრებული წარმომადგენელი, კოკო შანელი დაიბადა, ქალი, რომელმაც თავისი რევოლუციური იდეებით გადატრიალება მოახდინა, რომელმაც ქალებს და არამარტო, ქალურად, დახვეწილად და სულ სხვანაირად ჩაცმა ასწავლა.
კოკო შანელი არის ფიგურა, რომელიც გავლენას ახდენს თანამედროვე მოდაზეც და ჩვენი ეპოქის დიზაინერების შთაგონების წყაროა.
და მაინც, როგორ იცვამდა თავად ლეგენდა? – ვნახოთ 15 საკულტო სტილი კოკო შანელისგან:

1. 1935 წელი – შანელის ცნობილი ფოტო კლასიკური კაბითა და ყელსაბამით.

2. 1930 წელი – შარვალში გამოწყობილი კოკო შანელი საკუთარი სახლის ეზოში პოზირებს.

3. 1937 წელი – პარიზი

4. 1929 წელი – კოკო შანელი და ლედი ებდი.

5. კოკო შანელი შავ-თეთრი სამოსით და თავისი საკულტო ყელსაბამით.

6. კოკო შანელის კიდევ ერთი კლასიკური სტილი.

7. 1965 წელი – პარიზი

8. კოკო შანელის კიდევ ერთი პორტრეტი, რომელშიც საუკეთესო ჩანს მისი ქარიზმა და განსაკუთრებულობა.

9. 1929 წელი – შანელი ე.წ. კუბოკრული პიჯაკითა და ქუდით.

10. შანელის პოპულარული პორტრეტი და მისი თამამი სტილი.

11. ეს ფოტო კი 1910 წელსაა გადაღებული – ახალგაზრდა, ლაღი შანელი, რომელიც მსოფლიოს დასაპყრობად ემზადება.

12. კოკო შანელი 30-იან წლებში

13. კოკო შანელის ახალგაზრდობა.

14. 1950 წელი – შანელი, რომელსაც უკვე შეცვლილი აქვს მოდის სამყარო.

15. შანელის ფოტო მისი პარიზული სახლიდან.