„ინსტაგრამი“ სტილის ტენდენციებს რომ ამკვიდრებს და ზოგადად, სოციალური მედია ე.წ. ინფლუენსერების გარეშე უკვე წარმოუდგენელი რომ არის, ეს ცხადია. ისინი არიან ადამიანები, ვისი სტილისთვის თვალის დევნება სიამოვნებას გვანიჭებს და ზოგჯერ მოტივაციასაც გვაძლევს.
Regarder-ის მკითხველისთვის წარმატებული ქართველი გოგონების საქმიანი სტილი შევარჩიეთ. ე.წ. Power Suits, რომელსაც ქართველი IT გოგოები ელეგანტურად იხდენენ.
ასევე ნახეთ: ვარცხნილობა, რომელსაც ქართველი IT გოგოები 2021 წელს ირჩევენ

1. თაკო ჩხეიძე: ყოველთვის ელეგანტური თაკო ჩხეიძის საქმიანი სტილი – ის დიდი ზომის ნაცრისფერ კოსტუმს ირგებს, რომელსაც იისფერი ტონალობა დაჰკრავს.
© Instagram: @takockheidze

2. ანუკი არეშიძე: დიდი ზომის ნაცრისფერი პიჯაკი, გაშლილტოტებიანი შარვალი და კონტრასტული სპორტული ფეხსაცმელი.
© Instagram: @anoukigold

3. რუსა ჩაჩუა ლატექსის ქსოვილის ტყავის შარვალს დიდი ზომის პიჯაკს უხამებს.
© Instagram: @rusachachua

4. ლიკუნა ხაჭაპურიძე-ჭანტურია: ქართველი მოდელი დიდი ზომის კლასიკური პიჯაკის მორგების განსხვავებულ სტილს გვთავაზობს.
© Instagram: @likunasss

5. სალომე ღვინიაშვილი: სრულიად თეთრი კოსტუმი ყოველთვის მომგებიანი არჩევანია. სალომემ, სამოსი ვერცხლისფერი აქსესუარებით და თვალის ჩრდილით გაახალისა.
© Instagram: @salomegviniashvili

6. ქეთა თოფურია: კლასიკური კოსტუმის შთაგონებით შექმნილი ეს სტილი, ნამდვილად საინტერესოდ გამოიყურება.
© Instagram: @keti_one_official

7. თაკო ნაცვლიშვილი: კლასიკური, მინიმალისტური შავი კოსტუმი თეთრ პერანგზე. ამ სტილს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მოკლე „ბობი” ვარცხნილობა და დიდი ზომის შავი სათვალე.
© Instagram: @takonats

8. ჯანეტ ქერდიყოშვილი: მოდელმა მუქი ნაცრისფერის სხვადასხვა ვარიაციები გამოიყენა. დიდი ზომის პიჯაკს და შარვალს მაღალყელიანი ჩექმა შეუხამა. საინტერესო დეტალი შარვლის ზემოთ მორგებული ფეხსაცმელია, რომელიც კლასიკურ სტილს თავისუფალ იერს სძენს.
© Instagram: @janet__kerdikoshvili

9. მაკა კვიციანი: დიზაინერმა კაშკაშა ვარდისფერ პიჯაკზე, აბრეშუმის შარფი და სახასიათო სათვალე მოირგო. მაკას სტილის შთაგონებით დარწმუნდებით, რომ საქმიანი სულაც არ ნიშნავს მოსაწყენს.
© Instagram: @makakvitsiani