თათია ახალაია მილანში გამართულ Dolce & Gabbana Spring/Summer 2021-ის ჩვენებაზე გამოვიდა. სიცილიით შთაგონებულმა დიზაინერებმა, 98 ლუქისგან შემდგარი კოლექცია Metropol-ის პოდიუმზე წარადგინეს.
შოუს შესახებ წინასწარ გავრცელდა ვიდეო ჰეშთეგით – #DGSicilianPatchwork. ულამაზესმა მოდელებმა შთამბეჭდავად წარმოაჩინეს სიცილიისთვის დამახასითებელი, ისტორიული ელფერით გაჯერებული და „პეჩვორქის” ტექნიკისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთი დეტალებით გაფორმებული კოლექცია.

თათია ახალაიასთვის ეს Dolce & Gabbana-ს მეშვიდე ჩვენება იყო. IC Model Management-ის ტოპ მოდელი რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბრენდთან. სექტემბრის დასაწყისში, თათიამ Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ს ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა.