TATA PR AGENCY-ის „ინსტაგრამ სთორიში” შეი მიტჩელის ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც „პატარა საყვარელი მატყუარების” მსახიობი სტილისტ მონიკა როუზთან ერთად, სხვადასხვა სიტუაციებისთვის სამოსს არჩევს. მისი საყვარელი მანტო ANOUKI-ის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან აღმოჩნდა. როგორც შეიმ ვიდეოში აღნიშნა, ეს ლუქი მას ყველაზე მეტად მოსწონს: დიდი ზომის მანტო, დიდი ზომის სათვალე, ქუდი და ოქროს აქსესუარები.
გასულ კვირას, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის დედამ, მეიმ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის კაბაში პოზირებდა. ატმისფერი კაბა, წითელი ჭადრაკული დეტალებით, ANOUKI-ის 2018 წლის საკრუიზო კოლექციიდან გახლდათ.

ჰოლივუდში ქართველი დიზაინერის PR-ზე TATA PR AGENCY მუშაობს, რომელიც ლოს-ანჯელესში თათა ქართველიშვილმა დააფუძნა და ის აქტიურად თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ დიზაინერებთან. სწორედ სააგენტოს მუშაობის შედეგია ის, რომ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ქენდალ ჯენერი, ჰეილი ბიბერი, ჯოი ქინგი, ქეთი ფერი, ალესანდრა ამბროსიო, ჯენიფერ ლოპესი და სხვები, ხშირად ვხედავთ ქართველი დიზაინერების სამოსსა და აქსესუარებში.
შეის ვიდეოები TATA PR AGENCY-ის „ინსტაგრამ სთორიდან”.