გასულ კვირას, რიტა ორა ბრიტანულ სატელევიზიო შოუში, Dancing On Ice-ზე გამოვიდა და ყინულზე მოსრიალე მოცეკვავეების გარემოცვაში, სიმღერა Bang Bang შეასრულა. სპეციალური სავალენტინო გამოსვლისთვის, ბრიტანელმა მუსიკოსმა განსაკუთრებული კოსტუმი მოირგო, რომელიც ქართველი დიზაინერის, DAVID KOMA-ს შემოქმედება გახლავთ.

ასევე წაიკითხეთ: სელებრითების დიზაინერი DAVID KOMA და მისი A-List კლიენტები
მბზინავი ქვებით გაწყობილი წითელი კაბა DAVID KOMA-ს გაზაფხული-ზაფხული 2021 წლის კოლექციიდან არის.

წითელი მინი-კაბა DAVID KOMA SS 2021
© DAVID KOMA
ასევე გასულ კვირას, ქართველი დიზაინერის სამოსი ამერიკელმა მსახიობმა, რეჯინა ქინგმაც მოირგო, რომელიც Saturday Night Live-ის წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა. მბზინავი დეტალებით გაფორმებული ყვითელი მინი-კაბა, ასევე დიზაინერის გაზაფხული-ზაფხული 2021 წლის კოლექციიდან გახლავთ.

ყვითელი კაბა DAVID KOMA-ს ონლაინ მაღაზიაში ახლაც ხელმისაწვომია და მისი ღირებულება 5,853 ლარია.

ყვითელი მინი-კაბა კაბა DAVID KOMA SS 2021
5,853 ₾
© DAVID KOMA