SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის დედამ, მეიმ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის კაბაში პოზირებს. ატმისფერი კაბა, წითელი ჭადრაკული დეტალებით, ANOUKI-ის 2018 წლის საკრუიზო კოლექციიდან გახლავთ, რაც გვაფიქრებინებს, რომ კანადელი მოდელი და მწერალი ქართველი დიზაინერის სამოსს წლებია ირჩევს.
ანუკიმ აღნიშნული ფოტო ,,ინსტაგრამზე”, საკუთარი ბრენდის, ANOUKI-ს ოფიციალურ გვერდზეც გაგვიზიარა და დაწერა, რომ მეის სწორედ მისი კაბა აცვია.
72 წლის მეი მასკი აქტიურად განაგრძობს სამოდელი კარიერას. ის ისეთი გამოცემების გარეკანზე ვიხილეთ, როგორებიც არის Time Magazine, Women’s Day, Vogue და The New York Post.

აღსანიშნავია, რომ მეი მასკის წიგნი, „ქალი ადგენს გეგმას“ ქართულ ენაზე გამოიცემა. ილონ მასკის დედამ, Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი წიგნის ქართულ ენაზე გამოსაცემად გამომცემლობას ეძებდა. როგორც ცნობილი გახდა, მეიმ ამ მიზნისთვის ქართული გამომცემლობა, Cezanne Printing House შეარჩია. მეის წიგნი მოიცავს რჩევებს ქალბატონებისთვის. როგორც თავად ავტორი ამბობს, ის „ცხოვრების თავგადასავლებზე, სილამაზესა და წარმატებაზე“ დაწერა და მკითხველს საკუთარი ცხოვრების გამოცდილება გაუზიარა.
