ქართველი მოდელი, ლიკა რიგვავა L’Officiel მექსიკის 2021 წლის მარტის გამოცემის ედითორიალში გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ლიკასთვის ეს ნამდვილად არ გახლავთ წამყვან მოდის ჟურნალებთან თანამშრომლობის პირველი გამოცდილება.
L’Officiel მარტის ედითორიალი L’Officiel მარტის ედითორიალი
ქართველი მოდელი ასევე ვიხილეთ იტალიური Vanity Fair-ის 2021 წლის მარტის ედითორიალში სახელწოდებით Dreams. ფედერიკა პუტელის ობიექტივში Vestal Magazine-ის თებერვლის გამოცემისთვის. L’Officiel უკრაინის ნოემბრის ედითორიალში და მექსიკური Elle-ის ედითორიალში, სადაც ლიკა რიგვავამ GUCCI-ის საკრუიზო კოლექცია წარადგინა.
ასევე წაიკითხეთ: 5 ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი
L’Officiel მარტის ედითორიალი
ლიკა რიგვავამ კარიერა ELITE MODELS LOOKS-ში, 2013 წელს დაიწყო. მოდის სფეროში მისი პირველი გამოჩენა Mercedes Benz Fashion Week-ს უკავშირდება, სადაც Vogue-ის წარმომადგენელმა შენიშნა და 5 საუკეთესო ქართველ მოდელ გოგონას შორის დაასახელა. მას უთანამშრომლია ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა: Harpers Bazaar, Boutique, ID Magazine, Dazed Magazine, Schon Magazine. ასევე მონაწილეობას იღებს წამყვანი დიზაინერების ჩვენებებში: Vetements, Gucci, Lemaire, Sunnei, Phillip Lim და სხვები.
Elle Mexico
GUCCI-ის საკრუიზო ედითორიალი
Vanity Fair Italy
მარტის ედითორიალი Dreams
Vestal Magazine
თებერვლის ედითორიალი We Oughta Know
L’Officiel Ukraine
ნოემბრის ედითორიალი Soft Night