„Hello Kitty”-სა და „სუპერ მარიოს” შემდეგ, Levi’s პოპ-კულტურისა და ანიმაციების მოყვარულებისთვის კოლექციების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ჯინსის საკულტო ბრენდმა, ასევე საკულტო იაპონური ვიდეოთამაშისა და ანიმეს 25 წლის იუბილე Levi’s x Pokémon კოლაბ-კოლექციით აღნიშნა.
პოპ-კულტურით შთაგონებული დიზაინერების კოლაბ-კოლექციები ახალი იდეა ნამდვილად გახლავთ. რამდენიმე კვირის წინ, ჯონათან ანდერსონმა და „სტუდიო გიბლიმ“ ჯადოსნური კოლაბორაცია, Loewe x My Neighbor Totoro კაფსულა კოლექცია შემოგვთავაზეს. შთაგონების წყაროდ ჯონათან ანდერსონმა 1988 წელს, ჰაიაო მიაძაკის მიერ შექმნილი შედევრი, „ჩემი მეზობელი ტოტორო“ გამოიყენა.
Levi’s x Pokémon გაყიდვაში 15 თებერვალს ჩაეშვება. კოლექციის შთაგონების წყარო ორიგინალი ანიმირებული სატელევიზიო შოუს პირველი სეზონი გახდა. კლასიკური 90-იანი წლების სილუეტები ნამდვილად მოგგვრით ნოსტალგიურ განწყობას. კოლაბორაცია, ქოსთფლეისა და მოდის ტენდენციებს შორის ცდილობს შემაკავშირებელი ხაზის გავლებას. როგორც ცნობილია, სამოსისა და აქსესუარების ღირებულება 20-იდან 148 დოლარამდე იქნება და მსოფლიოს მასშტაბით, ,,ლევაისის” მაღაზიებში გაიყიდება.