ბოლო 24 საათის მანძილზე, კარდაშიან-ჯენერების „ინსტაგრამის” გვერდებზე „ცეცხლი” ანთია. კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის, SKIMS-ის სავალენტინო კოლექცია გამოუშვა. ვინ შეიძლებოდა აერჩია საუკეთესო სარეკლამო სახეებად, თუ არა კაილი და ქენდალი?

კიმს „ინსტაგრამზე” 240 მილიონი გამომწერი ჰყავს, კაილის – 215 მილიონი, ხოლო ქენდალს, 151 მილიონი. სოციალური მედიის სამყაროში, სამეულს საერთო კოლაბორაცია და „ინსტაგრამზე” ატვირთული ფოტოები და „სთორები” ისეთ საერთაშორისო სარეკლამო კამპანიას ქმნის, რომელშიც, სხვა შემთხვევაში, ათობით და შესაძლოა ასობით მილიონი დოლარის გადახდა დასჭირდებოდათ.
ცოტა რამ, SKIMS-ის შესახებ: ბრენდი ქმნის ქალის თეთრეულს, სახლის კომფორტულ სამოსს, კოლჰოტებს და სხეულის ფორმების დასაკორექტირებელ, ელასტიურ, დაფარულ სამოსს. ბრენდის მთავარი მესიჯია, რომ SKIMS-ის მორგებას მოახერხებს სხეულის ყველა ფორმის, ზომის და ფერის მქონე ქალბატონი.

SKIMS-ის პროდუქტების ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვისაც და მათი შეძენა ონლაინ შეგიძლიათ.

BODYSUIT სხეულის ფორმების კორექტურისთვის
SKIMS
245₾

ფორმების მაკორექტირებელი ელასტიური შორტი
SKIMS
125₾

შოკოლადისფერი აბრეშუმის ბოდე-საღამური
SKIMS
425₾

ბამბის სამკუთხა ბუსჰალტერი
SKIMS
120₾