კიმ კარდაშიანი „ინსტაგრამზე” განთავსებულ ერთ სარეკლამო პოსტში $858,000 დოლარს გამოიმუშავებს. დიახ, სწორედ ასეთია კიმის გავლენა მსოფლიო მოდაზე. წარმოიდგინეთ, როდესაც კიმი „ისნტაგრამის სთორიში” თავის 205-მილიონ გამომწერს თქვენს პროდუქტებს სთავაზობს და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ისინი ძალიან მოსწონს.
სწორედ ეს მოხდა დღეს, როდესაც კიმმა სოციალურ ქსელში თავისი რჩეული სამოსი, აქსესუარები და ფეხსაცმელი გააზიარა. მათ შორის, ქართული ბრენდის, MACH & MACH-ის ფეხსაცმელიც აღმოჩნდა.
ქართული ბრენდის, MACH & MACH-ის სამოსში აქამდე კაილი ჯენერიც ვიხილეთ.

ამ საერთაშორისო წარმატების მინიმალიზაცია ნამდვილად წარმოუდგენელი იქნება. სულ რაღაც წინა კვირას, შეი მიტჩელმა ANOUKI-ის მანტო მოირგო და უკვე, თითქმის ყოველდღე ვხედავთ ქართველი დიზანერების წარმატებას საერთაშორისო მოდის ასპარეზზე.
MACH & MACH-ის ბრენდის ფეხსაცმელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, Selfridges-ის მაღაზიაში იყიდება. მისი ღირებულება $1095-ია.

ძვირფასი ქვებით გაწყობილი ქუსლიანი ფეხსაცმელი ორმაგი ბაფთით.
MACH & MACH
$1095