Fendi-ს Haute Couture ჩვენებაზე, რომელიც კიმ ჯონსისთვის სადებიუტო გახლდათ, უამრავი მოულოდნელობა და სიურპრიზი ვიხილეთ. თავად კოლექცია ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა ამ სტატიაში ყურადღებას ვარსკვლავებსა და მოულოდნელობებზე გავამახვილებთ.

1. შოუ 58 წლის დემი მურმა გახსნა, რომელსაც საღამოს შავი კაბა ემოსა ღრმა დეკოლტეთი.
© Fendi Houte Couture SS 20201

2. სპეციალურად Fendi-სთვის, პოდიუმზე კრისტი ტარლინგტონი დაბრუნდა.
© Fendi Houte Couture SS 20201

3. ასევე მოულოდნელი იყო ჩვენებაზე კარა დელევინის ხილვაც.
© Fendi Houte Couture SS 20201

4. არც ჩვენი დროის ყველა კაშკაშა სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი დარჩენილა შოუს მიღმა.
© Fendi Houte Couture SS 20201

5. კიდევ ერთი სიურპრიზი, ქეით მოსი და ლილა გრეისი გახდნენ. დედა-შვილის პირველი საერთო დებიუტი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.
© Fendi Houte Couture SS 20201

6. და ბოლოს, მაღალი მოდა საკულტო ნაომი ქემბელის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. სუპერმოდელს შოუს დახურვის პატივი ერგო.
© Fendi Houte Couture SS 20201