ქართველი მოდელი, ეთო მიგრიაული REDValentino-ს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. ახალგაზრდა მოდელის პორტფოლიოში ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას შეხვდებით, როგორებიც არიან Fendi, Emilio Pucci, Antonio Marras და სხვები.
© REDValentino
© REDValentino© REDValentino
ეთო მიგრიაულს ხელშეკრულება სამოდელო სააგენტო Geomodels-თან აქვს გაფორმებული. მოდელი ბოლო პერიოდში აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში და მოდის სამყაროს ახალ მწვერვალებს იპყრობს.
© REDValentino © REDValentino © REDValentino © REDValentino
აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე თვის წინ 17 წლის ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი Valentino-ს ახალგაზრდული ხაზის, REDValentino-ს სახე გახდა. კამპანიის ოფიციალური ფოტო და ვიდეო მასალა, ბრენდმა თავად გაავრცელა როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ოფიციალურ საიტზე. როგორც ჩანს, REDValentino ქართველი სახეებით ძალიან მოხიბლულია.
2020 წლის სექტემბერში ეთო მიგრიაული Valentino-ს გაზაფხული / ზაფხული 2021 წლის ჩვენებაზე გამოვიდა. მალევე Emilio Pucci-ს გაზაფხული/ზაფხული 2021 წლის კოლექციის მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოჩნდა. საოცრად ჰარმონიული ესთეტიკის მქონე სურათში, სახელწოდებით 𝙎𝙐𝙇𝙇𝘼 𝙍𝙄𝙑𝘼 (სანაპიროზე) ხუთი მოდელი მონაწილეობს, მათ შორის ერთ-ერთი ეთო მიგრიაული გახლავთ.