იტალიურმა მოდის სახლმა, Emilio Pucci-მ გაზაფხული/ზაფხული 2021 წლის კოლექცია მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით წარმოადგინა: კრეატიულ ნამუშევარს 𝙎𝙐𝙇𝙇𝘼 𝙍𝙄𝙑𝘼 (სანაპიროზე) ჰქვია და „დახვეწილ სილამაზეს, ფემინურობასა და მშვიდ ელეგანტურობას“ გამოხატავს. მოკლემეტრაჟიან ფილმში ხუთი მოდელი მონაწილეობს, მათ შორის ერთ-ერთი ეთო მიგრიაული გახლავთ.