ცნობილების სტილი და მათი განსხვავებული გემოვნება ჩვენი მკითხველისთვის საყვარელი თავშესაქცევია. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ვარსკვლავები ქმნიან ტრენდებს, რომლებსაც შემდეგ მილიონობით ადამიანი ითვალისწინებს და მათი ქუჩის სტილი საზოგადოებისთვის შთაგონების წყარო ხდება. ამჯერად შემოგთავაზებთ ცნობილი IT გოგონების რჩეულ Burberry-ს სვიტერს, რომელიც 2020-2021 წლის გაზაფხულისთვის აუცილებელი სამოსი გახდა.
ასევე ნახეთ: 3 მოდური დეტალი IT გოგოების ქუჩის სტილიდან, რომლის გამეორებაც მოგინდებათ
პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში მიმავალი ირინა შეიკი დააფიქსირეს. სუპერმოდელმა ამჯერად ძალიან დახვეწილი, ვინტაჟური და თავისუფალი სტილი შემოგვთავაზა. ცნობილ Burberry-ს სვიტერს ირინამ ჯინსის სწორი შარვალი, კარამელისფერი ,,მანგოს” მოსაცმელი და ყავისფერი აქსესუარები შეუხამა.
სწორედ ასეთი სვიტერი მოირგო რამდენიმე კვირის წინ დუა ლიპამ. 80-იანი წლების სასკოლო უნიფორმის სტილით შთაგონებული Burberry-ის გეომეტრიული სვიტერი მომღერალმა განსაკუთრებული დეტალებით გაახალისა: თეთრი პერანგის საყელო და პლასტმასის ფერადი ბეჭდები.
აღსანიშნავია, რომ ასეთი სტილის გეომეტრიული პრინტებით გაწყობილი სამოსი დღეს ძალიან აქტუალურია. სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმაც არაერთხელ მოირგო ეს ტრენდი.

მონოგრამული სვიტერი ე.წ. Argyle-ის სტილის რომბებით.
Burberry
$820

80-იანი წლების სასკოლო უნიფორმის სტილით შთაგონებული ჟილეტი.
ZARA
119 ₾

ე.წ. Argyle-ის მოსაცმელი, რომელიც სადა ფონზე ფერადი ძაფებით ნაქსოვ რომბებს გულისხმობს.
Stradivarius
99 ₾

გეომეტრიული ფორმებით გაწყობილი ღუნღულა, ნაქსოვი მინი ჟილეტი.
Bershka
79 ₾

კიდევ ერთი, გეომეტრიული ფორმებით გაწყობილი ჟილეტი, პასტელურ ფერებში.
ZARA
119 ₾