Giorgio Baldi-ს ფეშენებელურ რესტორანში, ვახშამზე მიმავალი რიანა პაპარაცებმა სანტა-მონიკაში შენიშნეს. მომღერლის და დიზაინერის პასტელურმა სტილმა მოდის მოყვარულების ყურადღება მიიპყრო. რირიმ Maisie Wilen-ის ცისფერ სპორტულ ორეულზე Chanel-ის ვინტაჟური ჭადრაკული მანტო მოირგო, რომელიც ბრენდის 1996 წლის კოლექციიდან გახლავთ. სამოსი დღესაც ისევე ტენდენციურად გამოიყურება, როგორც 25 წლის წინ.

კიდევ ერთი ვინტაჟური დეტალი, რომელიც რიანაზე ვიხილეთ, ჯონ გალიანოს მიერ, Dior-ისთვის შექმნილი თვლებიანი ცისფერი ჩოკერი გახლავთ, რომელიც Nina Gabbana Vintage-ის 90-იანი წლების სამოსის და აქსესუარების კოლექციიდან გახლავთ.

1996 Pastel Runway Chanel Coat w Cabochon Buttons