ქართველი მომღერალი და IT გოგო – ქეთა თოფურია Instagram-ის მეშვეობით თავის გამომწერებს ხშირად უზიარებს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას და ფოტოებს თავის ცხოვრებაზე. მას Instagram-ზე 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამჯერად, ქეთა თოფურიამ რუსული ბრენდის, Antari-ს ულამაზეს ფირუზისფერ აბრეშუმის კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ქეთას აბრეშუმის კაბის შეძენა ონლაინ, ბრენდის Instagram გვერდის საშუალებით უკვე შესაძლებელია. კაბის ღირებულება 110 ევროა.
აბრეშუმის კაბები გასულ წელს ტრენდად იქცა და აქტუალობას არც ამ სეზონზე დაკარგავს. მოდის ბლოგერები ამ სტილის კაბას უამრავ ფერში ირგებენ, თუმცა ყველაზე აქტუალური შავი, თეთრი, პასტელური ცისფერი და ვარდისფერია. რიანამ საკუთარი ბრენდის FENTY-ის კაბა-კაპიუშონში მოირგო, რომელიც ყვითელი სპორტული ზედისა და ამავე ფერის ატლასის ქვედაბოლოს შერევით არის შექმნილი.
იშოპინგეთ სტილის შთაგონებით

Silk Draped Dress
ქართული ბრენდის, Materiel-ის აბრეშუმის კაბა 2020 წლის კოლექციიდან.
Materiel
$ 1080

Double Layer Dress
აბრეშუმის ყავისფერი მაქსი კაბა გრძელი მკლავებით.
DOTS
282 ₾

SATIN-FINISH DRESS
ცისფერი აბრეშუმის კაბა ფეხზე ღრმა ჭრილით.
ZARA
129 ₾

Flutter sleeve dress
მწვანე აბრეშუმის კაბა გაბერილი მხრებით.
GEGESHA
280-350 ₾

Cami belted dress
ზურგზე ამოღებული აბრეშუმის კაბა ქამრით.
COMODE
125 ₾