ქენდალ ჯენერი ტენდენციური ნაქსოვი ჟილეტების მოყვარულია. სუპერმოდელი ნიუ-იორკში, 70-იანი წლების სტილის შთაგონებულ Cool For School სამოსში შენიშნეს. ქენდალმა არჩევანი მას-მარკეტ ბრენდზე, Mango-ზე შეაჩერა. აღნიშნული ნაქსოვი ჟილეტის შეძენა მაღაზიაში 119 ლარად შეგიძლიათ.

ქენდალ ჯენერმა ნაქსოვი ჟილეტი თეთრ პერანგზე და გაშლილტოტებიან შარვალზე მოირგო. სუპერმოდელმა ფეხზე სეზონის კიდევ ერთი ტრენდი, მოკასინები (ე.წ. ლოფერები) მოირგო. ნაქსოვი ჟილეტები განსაკუთრებით აქტუალური იყო 2020 წლის შემოდგომაზე და ტენდენცია 2021 წლის გაზაფხულზეც არ კარგავს თავის ხიბლს.


ფერადი ნაქსოვი ჟილეტი
Mango
119 ₾

ტყავის ჩანთა Olympia მოდელი
Burberry
$1,790