ქეით მიდლტონი გადაუდებელი სასწრაფო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და პანდემიის დროს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ვიზიტის დროს, კემბრიჯის ჰერცოგინიამ არჩევანი მონოქრომულ სტილზე შეაჩერა და სრულიად აქლემისფერი სამოსი მოირგო. Massimo Dutti-ის მანტოს, ქეითმა იმავე ფერის ყელიანი სვიტრი და აქსესუარები შეუხამა. ჰერცოგინიას ხელში საყვარელი ბრენდის, Métier London-ის ყავისფერი ხავერდის ჩანთა ეჭირა.