ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის „ინფლუენსერი”, ჰეილი ბიბერი ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის ბრენდის სამოსში გამოჩნდა. სამხრეთ ჰოლივუდში, Craig’s-ის რესტორანში ვახშამზე მიმავალმა ჰეილიმ, ტყავის შარვალი და პიჯაკი მოირგო, რომელიც ANOUKI-ის 2021 წლის PRE-FALL კოლექციიდან გახლავთ. აღსანიშნავია, რომ დიზაინერი სამოსს ვეგანური ტყავისგან ამზადებს.

ჰოლივუდში ქართველი დიზაინერის PR-ზე TATA PR AGENCY მუშაობს, რომელიც ლოს-ანჯელესში თათა ქართველიშვილმა დააფუძნა და ის აქტიურად თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ დიზაინერებთან. სწორედ სააგენტოს მუშაობის შედეგია ის, რომ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ქენდალ ჯენერი, ჰეილი ბიბერი, ჯოი ქინგი, ქეთი ფერი, ალესანდრა ამბროსიო, ჯენიფერ ლოპესი და სხვები, ხშირად ვხედავთ ქართველი დიზაინერების სამოსსა და აქსესუარებში.
