22 ნოემბერს, ჰეილი ბიბერს 24 წელი შეუსრულდა. ჰეილი მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „ინფლუენსერი“ გახლავთ. მისი სახასიათო სტილი სპორტულისა და კლასიკურის იდეალური სინთეზია. ELLE-თან მიცემულ ინტერვიუში, სადაც ჰეილიმ ოჯახზე, ჯასტინთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მოდელმა ისიც გაგვანდო, რომ სამომავლოდ დიზაინერის კარიერაზე ოცნებობს.
„ვფიქრობ, სამოსი შეიძლება იყოს ერთდროულად კომფორტული და დახვეწილიც“.
ჰეილი ბიბერი
ნახეთ, სუპერმოდელის სტილის საუკეთესო მომენტი, რომლებსაც 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის შთაგონებად გადააქცევთ.

1. განსაკუთრებული ეფექტის მოსახდენად, სრულიად თეთრი მონოქრომული სამოსი.

2. საუკეთესო არჩევანი წვიმიანი, სუსხიანი დღეებისთვის: განიერტოტებიანი ჯინსის შარვალი, მინიმალისტური სპორტული ვსიტერი, გაბერილი ქურთუკი და ჩექმა.

3. სპორტული და კლასიკური სტილის იდეალური სინთეზი: ჰუდი, თეთრი კედები და კლასიკური კოსტუმი.

4. ერთი ფერის სამოსის ვარიაციები: ნაქსოვი სვიტერი, ტყავის ქვედატანი და ხავერდის ფეხსაცმელი.

5. ტყავის ლეგინსი, ტყავის ქურთუკი, დელიკატური ბლუზა და კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმელი.

6. ვახშამი მეგობრებთან ერთად: ბზინებით გაწყობილი ქვედაბოლო და Oversized სვიტერი.

7. ზარმაცი უქმეებისთვის: Oversized სპორტული დუო.