1999 წელს, Versace-მ Millennium Celebration საქველმოქმედო გალას უმასპინძლა. მიწვეულ სტუმრებს შორის კეტრინ ზეტა ჯონსი, ჰიუ გრანტი და პრინცი ჩარლზიც კი ვიხილეთ, თუმცა, ყველაზე დიდი ხმაური ნაომი ქემბელის და ქეით მოსის გამოჩენას მოჰყვა, რომლებსაც Versace-ს ოროტონის კაბები ემოსათ. ოროტონის ქსოვილი 1982 წელს, ჯანი ვერსაჩემ შექმნა და თხევადი მეტალის ილუზიას გვაძლევს.

Versace-ს ლეგენდარულ „პეპლის კაბას”, რომელიც საქველმოქმედო გალაზე ნაომი ქემბელმა მოირგო, ათწლეულების მანძილზე არაერთი წითელი ხალიჩის მომენტი ჰქონდა. კაბის ერთ-ერთი ბოლო ფურორი 2021 წლის „გრემის” დაჯილდოებაზე ვიხილეთ. მომღერალი დუა ლიპა, სწორედ მისი შთაგონებით შექმნილ, მბზინავ „პეპლის კაბაში” გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე.

განსაკუთრებული აღფრთოვანება დაიმსახურა კაბამ, რომელიც დუა ლიპამ „გრემის” დაჯილდოების შემდეგ გამართულ წვეულებაზე მოირგო. ამ შემთხვევაში, მომღერალმა Versace-სთან კოლაბორაციით ნაომი ქემბელისა და ქეით მოსის საკულტო ფოტო გააცოცხლა.

დუამდე, საკულტო სტილი კრისტინა აგილერამაც გააცოცხლა. მომღერალი 2000 წლის „გრემის” დაჯილდოებაზე სწორედ Versace-ს „პეპლის კაბაში” ვიხილეთ.
