ბერა ივანიშვილის ცოლი, ნანუკა გუდავაძე რამდენიმე დღის წინ 26 წლის გახდა. სოციალურ ქსელებში ნანუკამ დაბადების დღის მისალოცი უამრავი მესიჯი და კეთილი სურვილი მიიღო, რასაც IT გოგონამ შესაბამისი პოსტით უპასუხა.
„მადლობა ყველას დაბადების დღის შესანიშნავი სურვილებისთვის“, – დაწერა ნანუკამ და გამომწერებს ახალი ფოტოებიც გაუზიარა. ამჯერადაც ყურადღება მიიპყრო მისმა დახვეწილმა და ელეგანტურმა სტილმა.

ნანუკას CECILIE BAHNSEN-ის კოლექციიდან ხავერდის, გრძელი შავი კაბა აცვია, რომელსაც განსაკუთრებულ ელეგანტურობას ერთი დეტალი, ქამარი სძენს. კაბას მან Dior-ის ფეხსაცმელი შეუსაბამა.

Tia tiered velvet dress
ვინტაჟური სტილის, ხავერდის შავი კაბა.
CECILIE BAHNSEN$1,285 $771

Naughtily-D fishnet ankle boot
ბადისებრი ქსოვილისგან შეკერილი ვახევარჩექმა
DIOR
$1,250
ნანუკა გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით მინიმალისტური სამოსით ელეგანტური, ქალური და ამავდროულად, საოცრად რომანტიკულ სტილი შექმნა.