დაახლოებით 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Destiny’s Child-მა ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე წარმატებული ალბომი, Survivor გამოუშვა, თუმცა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა Bootyulicous, Independent Women, Survivor დღემდე პოპულარული და დაუვიწყარია.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონების ჯგუფმა რამდენიმე ნაკადი გამოიცვალა, ყველაზე ცნობილი წევრები ბიონსე, კელი როულენდი და მიშელ უილიამსი არიან. ალბომ Survivor-ის გამოსვლის შემდეგ, ბენდმა რამდენიმე სიმღერა ჩაწერა და დაუვიწყარი პერფორმანსებიც შემოგვთავაზა. ბოლოს მათი გაერთიანება 2018 წელს, ბიონსეს Coachella-ს გამოსვლაზე ვიხილეთ.

გოგონების ჯგუფი, Destiny’s Child ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გლამურულობით და ექსტრავაგანტული სტილით. ისინი ხშირად ერთნაირი სამოსითაც გამოდიოდნენ და ეს ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ საკუთარი უნიფორმა ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ისეთი ბენდები, როგორიცაა Blackpink და Fifth Harmony ხშირად სტილის შთაგონებას სწორედ ამ ლეგენდარული ჯგუფისგან იღებენ.

ცოტამ თუ იცის, რომ კოსტუმების დიზაინზე შეუდარებელი ბიონსეს დედა, თინა ნოულსი ზრუნავდა. სწორედ ის არჩევდა გოგონებისთვის ამ დაუვიწყარ სამოსს და ხშირად საკუთარი ხელითაც კერავდა მათ. როგორც თინა ნოულსი ამბობს, მისი მუზები ლეგენდარული გრეის ჯოუნსი და ქუინ ლატიფა იყვნენ.

ნოულსმა აღიარა, რომ მაშინ ძალიან რთული იყო გოგონებისთვის კოსტუმებისა და კაბების შოვნა, რადგან 90-იან და 2000-იან წლებში, ფერადკანიანი, ჯერ კიდევ შეუმდგარი მომღერლების ჩაცმულობაზე ზრუნვა არც თუ ისე ბევრ დიზაინერს სურდა. ამიტომ, თინა ნოულსს სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ემოქმედა და საქმე საკუთარ თავზე აიღო.

ნოულსის მიზანი კოსტუმებში აფრიკულ-ამერიკული სტილის შერწყმა იყო, თუმცა პროდიუსერები მას ხშირად მიმართულების შეცვლას აიძულებდნენ. „ისინი მაძალებდნენ, რომ გოგონები თეთრკანიანი პოპ-ვარსკვლავების, კრისტინა აგილერასა და ბრიტნი სპირსის მსგავსად შემემოსა.“
მას შემდეგ, რა პოპ ჯგუფმა გასაოცარ წარმატებას მიაღწია, ისინი მოდაში არსებულ სტერეოტიპულ წესებს აღარ ითვალისწინებდნენ. მეტიც, Destiny’s Child-ის გაბედულობამ და ექსტრავაგანტულმა სტილმა ისეთი ტრენდები დაამკვიდრა, რომელიც დღესაც აქტუალურია.

თეთრი სამოსი და Swarovski-ის თვლებით დამზადებული ბიუსჰალტერები.
© Getty Images

თეთრისა და კანისფერის გრადაცია
© Getty Images

ლეგენდარული მწვანე კოსტუმები ოქროსფერი დეტალებით. გოგონების ფურორი Grammy Awards-ზე.
© Getty Images

მორიგი კოორდინირებული სამოსი: ტყავი, გამჭვირვალე ბადეები და ყვითელი ყვავილები.
© Getty Images

კლასიკური სტილი სამ ნეიტრალურ ფერში. Head To Toe ნაცრისფერი, კანისფერი და თეთრი.
© Getty Images

სამ ფერში კოორდინირებული გამჭვირვალე კაბები ამოქარგული დეტალებით.
© Getty Images

ჯინსები, მბზინავი დეტალები და ფერადი ტოპები ყვავილების პრინტით.
© Getty Images

ჰაეროვანი საღამოს კაბები
© Getty Images

ფორმალური სტილის და ერთმანეთთან კოორდინირებული კაბები.
© Getty Images