პრინცესა დიანას ტრაგიკული გარდაცვალებიდან ორ დეკადაზე უფრო მეტი დრო გავიდა, თუმცა ის სიკვდილის შემდეგაც ახდენს გავლენას მოდაზე და დღემდე შთამაგონებელი ქალია მათ შორის, სამეფო ოჯახის თანამედროვე წევრებისთვის, ვარსკვლავებისთვის. გასაკვირი არ არის, რომ პრინც ჩარლზის ცოლი, კამილა პარკერ ბოულსიც ხშირად იმეორებს ლედი დის სტილს.
დიანას ფანებისთვის კამილას დანახვა მის მსგავს სამოსში განსაკუთრებით მტკივნეულია, თუმცა პრინცის ცოლს ეს როგორც, ჩანს, დიდად არ ადარდებს, რადგანაც ლედი დის სამოსის მსგავსი ტანსაცმლით არაერთხელ გამოჩენილა. ვნახოთ 8 შემთხვევა, როდესაც კამილამ პრინცესა დიანას მიბაძა:
ასევე ნახეთ: ქენდალ ჯენერმა პრინცესა დიანას სტილი გაიმეორა
1
მხრებზე გადაწეული შავი სამოსი – აღსანიშნავია, რომ პრინცესას ეს შავი ხავერდის კაბა პრინც ჩარლზთან დაშორების შემდეგ საზოგადოებაში პირველი გამოჩენისას ეცვა.

2
ვარდისფერი სამოსისა და მარგალიტის სამკაულის კომბინაცია – დიანას ეს სტილი კამილამ წლების შემდეგ გაიმეორა.

3
მუქი ლურჯის, მარგალიტისა და საფირონის სამკაულის კომბინაცია – შეუძლებელია არ დავინახოთ ლედი დის გავლენა კამილას სტილში.

4
დიდი ზომის თეთრი ქუდი, ღია ცისფერი სამოსი და რა თქმა უნდა, მარგალიტები –კამილამ კიდევ ერთხელ გაიმეორა ლედი დის სტილი.

5
მსგავსი ფერის კოსტუმები – ეს ვიზუალი გვარწმუნებს, რომ კამილას შთაგონების მთავარი წყარო დიანაა და ის მუდამ ცდილობს მსგავსი სტილის სამოსი მოირგოს.

6
ერთნაირი სტრუქტურის მქონე პიჯაკები და ამ შემთხვევაშიც, სამოსის გარდა, თვალშისაცემია სამკაულის თანხვედრა.

7
ე.წ. ბეჟი ხაკისფერი სამოსი თეთრ პერანგზე – ლედი დის გულშემატკივრებმა კამილას ამ ვიზუალშიც ამოიცნეს დიანას გავლენა.

8
შავი სამოსი და შავი ვუალი რომის პაპთან შეხვედრისას – კამილამ თითქმის გაიმეორა ლედი დის სტილი და დიანას მილიონობით ფანს ათქმევინა სიტყვები – „ნუთუ, მას საკუთარი ხედვა არ აქვს?!“
