The why not gallery & Gift Shop-მა ხელოვნების თაყვანისმცემლებისთვის სრულიად უნიკალური და დასამახსოვრებელი საახალწლო საჩუქრების სერია გამოუშვა. კოლექციაში 7 განსხვავებულ ნაკრებს შეხვდებით: Culture Revisited – კულტურული მემკვიდეობის მოყვარულებისთვის; Mega Architecture Lover – მათთვის, ვისაც უყვარს ქართული არქიტექტურა; Junior Architecture Lover – ვისაც უყვარს თბილისის არქიტექტურა; Boss Lady – ყოჩაღი გოგოებისთვის; Head in the Clouds – მათთვის, ვინც ესთეტიური სიამოვნებისთვის ცხოვრობს და ბოლოს, Baby Sun & Baby Moon ნაკრებები ხელოვნების ყველაზე პატარა გულშემატკივრებისთვის.
Culture Revisited – Mega Gift Box

მათთვის, ვისთვისაც კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებით ძვირფასია, მაგრამ თან უყვართ მისი ორიგინალური ინტერპრეტაცია.
Culture Revisited ნაკრები: The Best Merch by Gvantsa – ოქროს ფონდის საგანძური შარფი; The Why Not Gallery x ქართული ქსოვილი – გაგარინის ჩანახატის „მეგრელი პრინცი” მიხედვით შექმნილი ბალიში, სერიიდან „კავკასიელ ხალხთა ნახატები და ჩანახატები” (ზომა: 1850-55); Pirosmani Reimagined: Mazer Art, Ivy Puzzles – ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შთაგონებით შექმნილი პინი და ასაწყობი ფაზლი „ხილის გამყიდველი – თათარი”; ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ბანქო, რომელიც დაფუძნებული ქართულ ლეგენდებზე, ზღაპრებსა და მითებზე; ილუსტრირებული წიგნი „ჩიტები თბილისში” – ავტორები: ანა ჯანელიძე, ალექს ჩიღვინაძე, ლაშა ბაქრაძე. გამომცემლობა „ზოლიანი კატა”.
Architecture Lover – Mega Gift Box

მათთვის, ვისაც უყვარს ქართული არქიტექტურა და აქვს კარგი იუმორის გრძნობა.
Architecture Lover ნაკრები: The Best Merch by Gvantsa – ინფლაცია ხალიჩა, რომელზეც გამოსახულია ლიმიტირებული ტირაჟით გამოშვებული 500 ლარიანი კუპიურა; Sapo Soaps საპონი „ხელებიც დამიბანია”; The Game of Politics Tote Bag – სალომე ჯოხაძის მიერ შექმნილი ჩანთა; Soviet Bus Stops in Georgia – ფოტოწიგნი მიტოვებული საბჭოთა ძეგლები, რომლებიც კოსმონავტებს ავტობუსის გაჩერებებზე გამოსახავდა; Ceramic Studio 1300 – ჯადოსნური სურვილების ამსრულებელი ჯადოსნური კრისტალი.
Architecture Lover – Junior Gift Box

მათთვის, ვისაც უყვარს თბილისის არქიტექტურა, ან მათთვის, ვინც გინდათ, რომ აღმოაჩინონ რა ჯადოსნურ ქალაქში ვცხოვრობთ.
Junior Architecture Lover ნაკრები: თეა გოგოლაძე-ვოლფის Tbilisi Sculpture Guide – თბილისში სეირნობისას რომ ამოიცნოთ ყველა ძეგლი; Geoair საბჭოთა პერიოდის მოზაიკები – თბილისის დაკარგული გმირები; The Bogma ქართლის დედის შარფი; Zinasi Tote Bag – საბჭოთა არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალები და რიკულები ჩანთაზე; Sapo Soaps საპონი „ხელებიც დამიბანია”.
Boss Lady – Gift Box

ნამდვილი ყოჩაღი გოგოებისთვის, ვინც იციან საკუთარი თავისი ფასი, ისიც კარგად იციან რა უნდათ და ბევრსაც მიაღწევენ!
Boss Lady ნაკრები: The Best Merch by Gvantsa – ოქროს ფონდის საგანძური შარფი; The Best Merch by Gvantsa x Be safe in style – პირბადე; ეთერი ჭკადუა x ღია – ჩანთაზე დატანილი ნამუშევარი სახელად „მზითვი’ 2004″; წიგნი „ყოჩაღი გოგოები” – მამაცი, თამამი და წარმატებული ქალები საქართველოს ისტორიიდან. ავტორები: მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი. გამომცემლობა „ზოლიანი კატა”; Booming Eyes – ანა მიმინოშვილის ნამუშევრებისგან შექმნილი 2021 წლის კალენდარი; God Era საყურე – ინსპირირებულია ინგლისის დედოფალ ელისაბედ I პორტრეტით. „The Rainbow Portrait” (1600-1602), დედოფალს სამოსზე თვალები და ყურები ახატია, როგორც მისი ყოვლისშემძლეობის სიმბოლო, რომ მას ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს ხედავდა.
Head in the Clouds – Gift Box

მათთვის, ვინც ესთეტიური სიამოვნებისთვის ცხოვრობს. ვისაც გამორჩეულად უყვარს ორიგინალური ნივთები, როგორც ინტერიერში, ასევე საკუთარ ჩაცმულობაში.
Boss Lady ნაკრები: Nanuka Tchitchoua x US – დეკორატიულ ბალიშებზე გადათამაშებული ნანუკას ნახატები; The Bogma – შარფი; Ruso Marg პრინტი – ლიმიტირებული რაოდენობის ხელმოწერილი პრინტები რუსო მარგიშვილისგან; Be Safe In Style პირბადე – მოსაწყენი, მაგრამ აუცილებელი ნივთის ულამაზესი ინტერპრეტაცია სალომე ჯოხაძესგან; New Year by US – ახალი წლის ორიგინალური სათამაშოები;

Baby Sun – Mega Gift Box
განსაკუთრებული ნაკრებები ბავშვებისთვის.

Baby Moon – Junior Gift Box
განსაკუთრებული ნაკრებები ბავშვებისთვის.
სტატიაში გამოყენებული ფოტოები წარმოადგენს The why not gallery & Gift Shop-ის საკუთრებას.