2014 წელს, დილან სქეილეთმა გარდაცვლილი ბაბუის დანატოვარი ყუთები მიიღო, რომლებიც გაუმჟღავნებელი ნეგატივების კოლექციას შეიცავდნენ. ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, დილანმა როგორც იქნა გამონახა დრო მათ გასაციფრულებლად. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა – ნეგატივებში 50 წლის წინ, დილანის ბაბუის მიერ გადაღებული ფოტოები იყო აღბეჭდილი.

„დაუჯერებელი იყო რასაც ვხედავდი. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ფოტოები განსაკუთრებული იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბაბუაჩემს ეკუთვნოდა“ – აცხადებს დილანი ინტერვიუში. ფოტოების სრული არქივის დათვალიერება დილანის Instagram-ის გვერდზე შეგიძლიათ.