სელენა გომესმა ახალი ესპანური სიმღერა, De Una Vez და მისი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. როგორც თავად მომღერალი გვიამბობს, სიმღერა გულგატეხილებისთვის დაწერა: „ყველა ვატარებთ წარსული ურთიერთობებისგან დატოვებულ ტკივილს და ნაიარევებს“.
„მთავარია, როგორ მოვიშუშებთ ჭრილობებს. ამისათვის მხოლოდ წარსულის უკან მოტოვება არ კმარა. აუცილებელია, პატიებაც ვისწავლოთ და საკუთარ თავებში იმ ძალის პოვნა შევძლოთ, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლასა და წინსვლაში დაგვეხმარება“.
სევდიანი და ამავდროულად მომაჯადოებელი ჰანგების მიღმა, აღნიშვნას იმსახურებს მუსიკალური ვიდეოს ესთეტიკაც. ესპანური ფესვების მქონე, ამერიკელი მომღერლისთვის მნიშნველოვანი იყო თავის შემოქმედებაში ლათინო-ამერიკული კულტურის გამოხატვა.

მუსიკალურ ვიდეოში სელენა გომესმა ყვავილების პრინტიანი ნაზი ვარდისფერი კაბა მოირგო, ხოლო გრძელ ტალღოვან თმაზე, ასევე ყვავილები დაიმაგრა.

სპეციალურად ახალი სიმღერისთვის, სელენა გომესმა ფანებს განსაკუთრებული პროდუქტებიც, ე.წ. Fan Merch შესთავაზა. მათ შეძენას მომღერლის ვებსაიტიდან შეძლებთ.

DE UNA VEZ ყვავილების პრინტიანი ჰუდი, $70

DE UNA VEZ გულის ფორმის ყელსაბამი, $50