Youtube-ზე ნათია ჭიჭინაძის ახალი სიმღერა და მუსიკალური ვიდეო გამოჩნდა. მუსიკოსი, რომელსაც მსმენელი Creams-ის სახელით იცნობს, ელექტო-პოპ ჟანრის სიმღერას, SLEEP ON ME-ს წარმოგვიდგენს. მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი ბუბა ბეროშვილი, პროდიუსერი კი – ომარ გელაშვილი გახლავთ.
Creams-მა ბრიტანულ ხმის ჩამწერ სტუდიასთან, AWAL-თან გააფორმა კონტრაქტი და სწორედ ეს ლეიბლი გამოსცემს მის სადებიუტო ალბომს. აღსანიშნავია, რომ AWAL-თან ისეთი ცნობილი მუსიკოსები თანამშრომლობენ, როგორებიც არიან: Moby, ტომ იორკი, ფინეასი, Little Simz და სხვები.
Creams | DIE 4 YOU
Creams | RUN