„სვაროვსკი“ კინემატოგრაფიის სამყაროს კრისტალად არის აღიარებული. „ქარწაღებულნით“ დაწყებული, „მულენ რუჟით“ დასრულებული, „სვაროვსკის“ სამკაულებმა ეკრანებზე დაუვიწყარი ბრწყინვალება შემოიტანეს. „ბრილიანტები გოგონების საუკეთესო მეგობრები არიან“ – გვიმღერის მერლინ მონრო ფილმში „ჯენტლმენებს ქერები ურჩევნიათ“. Swarovski-ს საიუველირო სახლმა კი დაამტკიცა, რომ ის ყველაზე დახვეწილი ფილმების საუკეთესო მეგობარი და პარტნიორია.
დაათვალიერეთ, „სვაროვსკის“ ყველაზე შთამბეჭდავი გაბრწყინებები საკულტო ფილმებში.

1. მარლენ დიტრიხი ფილმში „ქერა ვენერა“ Blonde Venus (1932 წელი). ეს გახლავთ პირველი ფილმი, რომელშიც სვაროვსკის სამკაული გამოჩნდა.
© Getty Images

2. ვივიენ ლი ფილმში „ქარწაღებულნი“ Gone with the Wind (1939 წელი). „სვაროვსკის“ დიზაინით შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული და შთამბეჭდავი კაბა, რომელიც სკარლეტ ო’ჰარას ფილმში ემოსა.
© Getty Images

3. „ოზის ჯადოქარი“ The Wizard of Oz (1939 წელი). სწორედ „სვაროვსკის“ შემოქმედება გახლავთ დოროთის ლეგენდარული წითელი ფეხსაცმელი.
© Getty Images

4. მერლინ მონრო ფილმში „ჯენტლმენებს ქერები ურჩევნიათ“ Gentlemen Prefer Blondes (1953 წელი). „ბრილიანტები გოგონების საუკეთესო მეგობრები არიან“ – გვიმღერის მერლინ მონრო.
© Getty Images

5. ოდრი ჰეფბერნი ფილმში „საუზმე ტიფანისთან“ Breakfast at Tiffany’s (1961 წელი). ეს სია წარმოუდგენელი იქნებოდა ოდრის შეუდარებელი კადრის გარეშე, რომელმაც პატარა შავი კაბა, ბრილიანტის ტიარა და მარგალიტის ყელსაბამი მოდის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო მომენტაც აქცია.
© Getty Images

6. ქეით უინსლეითი ფილმში „ტიტანიკი“ Titanic (1997 წელი). კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და სანუკვარი სამკაული, „ოკეანის გული“ 45.52 კარატიანი „იმედის“ ბრილიანტისგან შეიქმნა.
© Getty Images

7. ნიკოლ კიდმანი ფილმში „მულენ რუჟი” Moulin Rouge (2001 წელი). ფილმი „სვაროვსკის“ ჭეშმარიტი შედევრია. შეუძლებელია მხოლოდ ერთი, ან ორი კოსტუმის გამორჩევა. აუცილებლად უყურეთ მას თავიდან და კიდევ ერთხელ დატკბით „სვაროვსკის“ იუველირების გენიალური ოსტატობით.
© IMDB

8. „ოცნების გოგონები” Dreamgirls (2006 წელი) განსაკუთრებულ აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს ამ ფილმისთვის შექმნილი დაუვიწყარი სასცენო კოსტუმები.
© Getty Images

9. და ბოლოს, ზღაპრული ყვითელი კაბა ფილმიდან „მზეთუნახავი და ურჩხული” Beauty and the Beast (2017 წელი), რომელიც იდეალურად გააცოცხლა „სვაროვსკიმ“ ეკრანებზე.
© IMDB