„სექსი დიდ ქალაქში“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალია, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები ქალბატონების თავბრუდამხვევი და საინტერესო ისტორიების შესახებ მოგვითხრობს. პირველი სერია დაახლოებით, 20 წლის წინ გამოჩნდა ეკრანებზე, თუმცა პოპულარობას დღემდე არ კარგავს. მეტიც, მას შემდეგ, რაც ახალი სეზონი დაანონსდა, სერიალის განხილვამ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.
როგორც ცნობილია, “სექსი დიდ ქალაქში” ლეგენდარული სამანტა ჯონსის გარეშე დაუბრუნდება მაყურებელს, რადგანაც მსახიობმა კიმ კატრალმა სერიალის ახალ სეზონში მონაწილეობაზე უარი თქვა.

უკვე ცნობილია, თუ როგორ განვითარდება სცენარი სამანტას გარეშე. როგორც პროდიუსერები ამბობენ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და გასაკვირიც არ არის, რომ გოგონები აღარ მეგობრობენ. ახალი სეზონის სცენარის მიხედვით, სერიალის გმირები სამანტასთან ურთიერთობას უბრალოდ შეწყვეტენ. საინტერესოა, რა მიზეზს მოიფიქრებენ სცენარისტები ამდენწლიანი მეგობრობის ,,გასანადგურებლად.”

სერიალის გულშემატკივრებს კიდევ ერთ იმედგაცრუებასთანაც უწევთ გამკლავება. გარდა იმისა, რომ სერიალს ლეგენდარული სამანტა ჯონსის გარეშე ვიხილავთ, ახლა უკვე ცნობილია, რომ ყველასთვის საყვარელი „მისტერ ბიგი“ გულს აღარ გაგვითბობს. როგორც PageSix წერს, კრის ნორსმა თავად თქვა როლზე უარი, რადგან ამ ეტაპზე ორ სატელევიზიო პროექტში იღებს მონაწილეობას და „დაკავებულია.“ მიუხედავად ამ განცხადებისა, გულშემატკივრებს ეჭვი უჩნდებათ, რომ კონფლიქტმა კრისსა და სარა ჯესიკა პარკერს შორისაც იჩინა თავი.

იმედგაცრუებების ტალღა აქ არ მთავრდება. სერიალმა კიდევ ერთი, ყველასთვის საყვარელი გმირი დაკარგა. დევიდ ეგინბერგს, რომელიც მირანდას რჩეულის როლს ასრულებდა, ახალ სეზონში ვეღარ ვნახავთ. საინტერესოა, როგორ აპირებენ სერიალის სცენარისტები სიუჟეტის აგებას იმ პერსონაჟების გარეშე, რომელთა გარშემოც ვითარდებოდა მოქმედება მთელი 12 წლის განმავლობაში.
„სექსი დიდ ქალაქშის“ პროდიუსერები და სცენარისტები ამ მოვლენას ასე ხსნიან: „რეალურ ცხოვრებაში ადამიანები მოდიან და მიდიან. მეგობრობა ზოგჯერ სრულდება, ზოგჯერ რჩეულებს ვშორდებით. ჩვენ არ ვცდილობთ, რომ სერიალის ზუსტი კოპირება გავაკეთოთ. ისინი მაშინ 30 წლისები იყვნენ, ახლა ეს ქალბატონები 50 წელს გადასცდნენ. ეს იქნება ისტორია ნიუ-იორკელ წარმატებულ ქალებზე, რომლებმაც ცხოვრებაში უკვე ყველაფერი გამოსცადეს.“
/cdn.vox-cdn.com/uploads/chorus_image/image/68647381/Screen_Shot_2021_01_10_at_5.26.53_PM.0.png)
მიუხედავად ყველაფრისა,, გულშემატკივრები მაინც ელოდებიან სერიალის გამოსვლას და იმედოვნებენ, რომ ახალი სეზონი კრახით არ დასრულდება. ბოლოს და ბოლოს, „სექსი დიდ ქალაქში“ ლეგენდად ქცეული სატელევიზიო პროექტია. სამწუხარო იქნება, თუ პროექტის რეპუტაციას გაანადგურებენ. რაღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ახალი სეზონის გამოსვლას, რათა თავად შევაფასოთ ის.