სერიალებისა და ფილმების წარმატება მეტწილად სამსახიობო შემადგენლობაზეა დამოკიდებული. არავინ იცის, როგორი იქნებოდა კინოსამყარო დღეს, რომ არა შელდონ კუპერი Big Bang Theory-დან, მარისა The OC-დან და არც მეტი არც ნაკლები, მაიკლ სკოტი The Office-დან. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მსახიობები სერიალში მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. ვნახოთ, ვინ თქვა უარი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან სერიალებში მუშაობის გაგრძელებაზე:
ასევე ნახეთ: ჰოლივუდის მსახიობების ანაზღაურება სერიალების ეპიზოდების მიხედვით.
1. მიშა ბარტონი

მსახიობმა, რომელიც ცნობილ თინეიჯერულ დრამაში, The OC ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა, სერიალიდან წასვლით ბევრ გულშემატკივარს დასწყვიტა გული. დღემდე სცენას, სადაც მარისა კვდება, ყველაზე სევდიან და ემოციურ სცენად მოიხსენიებენ კინომოყვარულები. როგორც თავად მიშა ბარტონი აცხადებს, მას ეს როლი სიამოვნებას აღარ ანიჭებდა და ამიტომ გადაწყვიტა თანამშრომლობის შეწყვეტა.
2. ეშტონ კაჩერი

That ’70s Show ეშტონის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იყო. ამ როლმა მას მოუტანა დიდი წარმატება და პოპულარობა, გარდა ამისა, მან თავისი მეუღლე, მილა კუნისი, გადასაღებ მოედანზე გაიცნო. 7 სეზონის შემდეგ, ეშტონმა კონტრაქტის შეწყვეტა გადაწყვიტა, რათა უკეთესი როლების ძიება დაეწყო.
3. ჯიმ ფარსონი

შელდონ კუპერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია კინოსამყაროში. სერიალ The Big Bang Theory-ის სწორედ მან მოუტანა თავბრუდამხვევი წარმატება. 12- წლიანი წარმატების შემდეგ, ჯიმ ფარსონმა გადაწყვიტა უარი ეთქვა მუშაობის გაგრძელებაზე, რადგან, მისი თქმით ძალიან რთული ზაფხული ჰქონდა და ემოციურად გადატვირთული იყო, მუშაობის ძალა აღარ შესწევდა. სერიალისთვის მისი პერსონაჟი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ პროდიუსერებმა შოუს გაგრძელება აღარ მოისურვეს.
4. კორტნი კარდაშიანი

კარდაშიანების ოჯახის ყველაზე ნაკლებად აქტიურმა წევრმა ცნობილი რეალითი შოუს 19 სეზონის შემდეგ, გადაწყვიტა უარი ეთქვა მასში მონაწილეობაზე. კორტნის თქმით, რეალითი შოუ მის ოჯახში ტოქსიკურ აურას ქმნიდა და ამაში წვლილის შეტანა აღარ სურდა.
7. სტივ კარელი

სტივ კარელი კომედიის ჟანრის ყველასთვის მსახიობია. მისი ყოველი ფილმი და სერიალი წარმატებულია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომედიური სერიალის – The Office-ს წარმატება სწორედ მისი დამსახურებაა. თავდაპირველად სერიალსა და მსახიობს შორის 7-წლიანი კონტრაქტი დაიდო, თუმცა 7 წლის შემდეგ, სტივმა კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა.