ლედი გაგას ჰოლივუდური კარიერა თავბრუდამხვევად წარმატებულად გრძელდება, ბრედლი კუპერთან ერთად შესრულებული წარმატებული როლის შემდეგ, როგორც ჩანს, ის გაჩერებას არ აპირებს და ახლა ბრედ პიტთან ერთად ითამაშებს ახალ ფილმში.

Entertainment Weekly-ის ცნობით, შეთანხმებას გაგამ ხელი უკვე მოაწერა. კინოსურათში მონაწილეობას კი ბრედ პიტი ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დათანხმდა.
ეს იქნება თრილერი, რომელსაც რეჟისორი დევიდ ლიტჩი გადაიღებს. მის ნამუშევრებში შედის ისეთი ფილმები, როგორებიცაა John Wick და Deadpool 2.
როგორც ცნობილია, სცენარი წარმოადგენს Kōtarō Isaka-ს რომანის, Maria Beetle-ის ადაპტაციას, რომელიც მოგვითხრობს 5 სერიულ მკვლელზე, რომლებიც აცნობიერებენ, რომ მათი მისიები ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
ფილმს „ჩქაროსნული მატარებელი“ ერქმევა. მოქმედება მატარებელში განვითარდება და დაქირავებულ მკვლელებს საკუთარი თავის გადარჩენაზე მოუწევთ ზრუნვა.

ლედი გაგას ფილმმა, „ვარსკვლავის დაბადება“ უდიდესი წარმატება და ოსკარის ნომინაცია მოუტანა. ახლა კი მაყურებელი გაგასა და ბრედ პიტის ვარსკვლავურ ტანდემს დიდი ინტერესით ელის – როგორ ფიქრობთ, აღმოჩნდება ის ისეთივე სკანდალური და წარმატებული, როგორც გაგასა და ბრედლი კუპერის ტანდემი?