მსახიობი კიანუ რივზი და მისი შეცვლილი ვარცხნილობა დღეს სოციალურ ქსელებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. კიანუს პაპარაცებმა ფოტოები ბერლინში, სასტუმროსთან, მეგობარ ქალთან, ალექსანდრა გრანტთან დამშვიდობებისას გადაუღეს.

რივზი უკვე წლებია გრძელ თმას ატარებს, თუმცა რადგანაც ახლა Matrix 4-ის გადაღებები მიმდინარეობს, მას ვარცხნილობის შეცვლა მოუწია. ბოლო დროს მსახიობი კამერებთან თითქმის ყოველთვის კეპით ჩნდებოდა, ამიტომაც გულშემატკივრებმა მისი ახალი სტილის შესახებ ამ ფოტოებით შეიტყვეს.

ფანები „მატრიცას“ ახალი ეპიზოდის გამოსვლას სულმოუთქმელად ელიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ მას ეკრანზე. სავარაუდო თარიღად, 2021 წლის მეორე ნახევარი სახელდება. ფილმის გადაღებები კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში შეჩერდა.
