„ხელონური სუნთქვა“ ეთერში წლების წინ გადიოდა და მიუხედავად იმისა, რომ სერიალის მხოლოდ ორი სეზონი გამოვიდა, ის დღემდე მაყურებელთა ნაწილის ფავორიტია. სამწუხაროდ, „ხელოვნური სუნთქვა“ მის შემქმნელებს არ დაუსრულებიათ და სერიალი საინტერესო მომენტში შეწყდა. ფანებს კი დღემდე აქვთ იმედი, რომ გაგრძელებას გადაიღებენ, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება.
ვნახოთ, „ხელოვნური სუნთქვის“ მსახიობები წლების შემდეგ:
თორნიკე გოგრიჭიანი – სერიალში მის გმირს შოთა ჰქვია, სამწუხაროდ, მაყურებლისთვის შოთას ბედი გაურკვეველი დარჩა. აღსანიშნავია, რომ სერიალში თორნიკეს გმირის შვილის, მელანოს პატარაობის როლს მსახიობის ნამდვილი შვილი ასრულებდა.

ანი ბებია – მომხიბვლელი მსახიობი შოთას გარდაცვლილი ცოლის, ნუცას როლს ასრულებდა. ანი მაყურებელმა სწორედ ამ სერიალიდან გაიცნო და შეიყვარა. „ხელოვნური სუნთქვის“ შემდეგ ის „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა. ანი მსახიობ ილო ბეროშვილზე დაქორწინდა და წყვილს უკვე ერთი საერთო შვილიც ჰყავს.

რუსკა ქარქაშაძე – ახალბედა მსახიობი ფართო საზოგადოებამ სწორედ ამ სერიალით გაიცნო. რუსკას გმირს მელანო ერქვა. სერიალის გადაღებისას ის პატარა გოგონა იყო, თუმცა ახლა ძალიან შეიცვალა და თინეიჯერებისთვის გამორჩეულად საყვარელი პოპულარული სახეა.

ეკა დემეტრაძე – მსახიობი ეკა დემეტრაძე სერიალში სრულიად განსხვავებული იმიჯით, ჟურნალისტისა და მწერლის როლში მოგვევლინა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ეკა მაყურებელმა გრძელი თმის გარეშე ნახა. დღეს მას უკვე დაბრუნებული აქვს ძველებური იმიჯი.

სტატიაში გამოყენებულია ფოტოები „ხელოვნური სუნთქვის“ Facebook გვერდიდან