HBO-ს ახალმა სერიალმა, The Undoing საზოგადოებას თითქოს მივიწყებული ვარსკვლავი, ჰიუ გრანტი კიდევ ერთხელ შეახსენა და ახალი ძალით აჩვენა, თუ როგორ გვიყვარს ის. მან ჰოლივუდის ყველაზე რომანტიკული გმირები შექმნა, რომლებსაც განსაკუთრებული სიყვარული შეუძლიათ.
ვნახოთ ჰიუ გრანტის ფილმები და განსაკუთრებული კინოროლები, რომელთა ნახვაც არასდროს გვბეზრდება, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ძალა, რომანტიკულ ხასიათზე დაგვაყენოს და სიყვარულის უნიკალურ შესაძლებლობებში დაგვარწმუნოს.
ასევე ნახეთ: 10 კინოკლასიკა რომანტიკული საახალწლო განწყობისთვის.

1
„ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ / Bridget Jones’s Diary
სასიყვარულო სამკუთხედის ერთ-ერთი გმირი სწორედ ჰიუ გრანტმა განასახიერა. ამ ფილმში ის გამოირჩევა თავისი შარმით, მომხივლელობით, უცოდველი გარეგნობის მიღმა კი საოცარი სექსუალურობით.

2
„შეიტყვეთ მორგანების შესახებ?“ / Did You Hear About the Morgans?
ფილმი მოგვითხრობს წყვილის შესახებ, რომელიც მკვლელობას შეესწრო და მოდით ვაღიაროთ, ამ ფილმში ჰიუს ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი“ როლი აქვს. თავის კოლეგასთან, სარა ჯესიკა პარტნიორთან საოცარი ქიმიით გამოირჩევა, რომელიც მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია.

3
„ჩემი ბიჭი“ / About a Boy
2002 წელს გადაღებული ფილმი ინგლისელ უილ ფრიმანზე მოგივთხრობს, რომელიც არასდროს ყოფილა დაქორწინებული, არც შვილები ჰყავს და სამსახურსაც ხშირად იცვლის. მოკლედ, რომ ვთქვათ, ფილმი მოუწესრიგებელ, არასტაბილურ უცოლო კაცზე გვიყვება, თუმცა იმგვარად, რომ ცხოვრების მთავარ საკითხებზე დაგვაფიქრებს – რა არის სიყვარული, ოჯახი, რას ნიშნავს ბედნიერება, დაგვაფიქრებს ურთიერთობებზე.

4
„რეალური სიყვარული“ / Love Actually
ახალი წელი ამ ფილმის გარეშე უკვე წარმოუდგენელიც კია და ნამდვილად იქცა კინოკლასიკად. ფილმი 2003 წელს გადაიღეს. ჰიუს გმირი მეზობლის გოგონაზეა შეყვარებული. ფილმის ყველაზე „ცხელი“ და დასამახსოვრებელი მომენტი კი ალბათ მათი ცეკვაა.

5
„გრძნობა და გონება“ / Sense and Sensibility
ფილმი ჯეინ ოსტინის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაა. ჰიუ გრანტმა კი ძველი ეპოქის ნამდვილი ჯენლტმენისა და რომანტიკოსის სახე კინოს სამყაროში იდეალურად გადმოიტანა და მაყურებელს დაუვიწყარი გმირი აჩუქა. ამ ფილმის ნახვა ნებისმიერ დროში მოგგვრით სიამოვნების განცდას.

6
„სიყვარული შეტყობინებით“ / Two Weeks Notice
ფილმში ჰიუს პარტნიორი სანდრა ბალოკია. ის 2002 წელს არის გადაღებული და გვიყვება განებივრებულ მილიონერზე, რომელსაც ერთ დღესაც სიყვარული ცხოვრებას უცვლის.

7
„ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“ / Four Weddings and a Funeral
უკვდავი სცენარი და ფილმი, რომლის ნახვაც ალბათ არავის ჰბეზრდება. კინოსურათი მოგვითხრობს ინგლისელ მამაკაცსა და ამერიკელ ქალზე, რომელთა ცხოვრებაც უჩვეულოდ გადაიკვეთება.

8
„ნოთინგ ჰილი“ / Notting Hill
ფილმი 1999 წელს გამოვიდა და ჰიუ გრანტის ფილმოგრაფიაში მართლაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. კინოსურათში მას პარტნიორობას ჯულია რობერთსი უწევს. თუ ვინმეს ეს ფილმი ნანახი არ გაქვთ, რაღაც ელით? წინ წიგნის მაღაზიის მფლობელისა და პოპულარული მსახიობის საოცარი სიყვარულის ამბავი გელით.